”პატარა ბიჭები არიან დაღუპულები. გამწარდნენ მათი ოჯახები…” – ნახეთ ახლახანს ახალგაზრდა ბბიჭები უმძიმეს ვითარებაში დაიღუპნენ

საბერძნეთში გემზე 2 ქართველი მეზღვაური დაიღუპა – “მთავარის” ინფორმაციით, 18 და 27 წლის ახალგაზრდები უსაფრთხოების ნორმების დაუცველობას შეეწირნენ.

მათივე ცნობით დაღუპული ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი ბათუმელია, მეორე კი თბილისელი.

როგორც “მთავარი” იუწყება გემზე სამუშაო ნორმები დაცული არ იყო და სამუშაოების დროს იატაკი ჩაინგრა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის 2 ნოემბერს, საბერძნეთის იგუმენიცას ნავსადგურთან, სადაც გემი იმყოფებოდა სარემონტო სამუშაოებზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაზიანდა ქართველი მეზღვაური. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
პირველადი ინფორმაციის მიხედვით, 26 ოქტომბერს, ამავე გემზე, ასევე უბედური შემთხვევის შედეგად, დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მეზღვაური, რომელიც 2 ნოემბერს საქართველოში გადმოასვენეს.

“სამინისტროსთან და ათენში საქართველოს კონსულთან, ბატონ გელა ჯაფარიძესთან ერთად მუშაობს. ამასთან, ვითარების ადგილზე გასაცნობად და უშუალოდ დასაკვირვებლად, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები საბერძნეთში გაემგზავრნენ,” – ამბობს სააგენტო.

სხვა ახალი ამბები: