პირველი დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

პოზიტიური დღეა, ეცადეთ, მეტად გაუგოთ და მოუსმინოთ გარშემომყოფებს. გაერთეთ, გაახარეთ საყვარელი ადამიანები მცირე სიურპრიზებით. იყავით მეტად დაკვირვებული.

კურო

ეცადეთ, გადაახალისოთ ურთიერთობები, თუმცა, რადიკალურ ქმედებას სასიყვარულო სფეროში არ გირჩევთ, აი, საქმეში კი ფორტუნა თქვენკენ არის. იმოქმედეთ!

ტყუპები

რუტინული საქმეების დღეა, მიჰყევით ყოველდღიურობას, ნუ გამოიფიტებით. იყავით მეტად კონცენტრირებული ერთ, მაქსიმუმ, 2 საქმეზე.

კირჩხიბი

აი, უკვე შესაძლოა. სიტუაცია მომწიფდა გარდამტეხი ცვლილებებისთვის. იყავით მეტად დაკვირვებული, თავი შეიკავეთ მგზავრობისგან.

ლომი

დღის განმავლობაში, შესაძლოა, გარკვეულმა ბარიერებმა იჩინოს თავი, მაგრამ წარმატებით გადალახავთ ყველაფერს. იყავით მტკიცე, წინდახედული, გაბედული, დღის ბოლოს, შესაძლოა, საკუთარი თავი წაახალისოთ, გაერთეთ.

ქალწული

ფინანსებთან დაკავშირებით, იყავით მოზომილად. თუ შესაძლებელია, უმჯობესია, დღე მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატაროთ.

სასწორი

გღეს გელით კარიერული წარმატება, წახალისება, წინსვლა. ნუ გააზვიადებთ პატარ-პატარა გაუგებრობებს. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება.

მორიელი

შფოთი, ნევროზულობა მეტად გამოხატულია. შესაძლოა, ადვილად გაღიზიანდეთ წვრილმანებზე.

პირადი ურთიერთობებისა და საქმიანი საკითხებისთვის კარგი დღეა.

მშვილდოსანი

ყველაფერი იდეალურადაა, ყველაფერს ასწრებთ, აგვარებთ, სასარგებლო შედეგს მოიტანს კომუნიკაციები. ნუ გადაამეტებთ წვეულებაზე მოლხენას.

თხის რქა

იყავით მეტად მოქნილი და სამართლიანი, თავი შეიკავეთ რადიკალური ქმედებებისგან, თუ პირადად არ გეხებიან. ნუ ჩაერევით ნურავის საქმეში.

მერწყული

შემოუძახეთ თქვენს თავს, მეტი პოზიტიური ურთიერთობები, დაიწყეთ დღე აქტიურად. მნიშვნელოვანი ცვლილებებისგან, ამ ეტაპზე, თავი შეიკავეთ.

თევზები

სევდიან განწყობას გააქარწყლებს სასიამოვნო ფილმი, წიგნი, მეგობრებთან კომუნიკაცია, ნუ ჩაიკეტებით საკუთარ ნაჭუჭში. ეცადეთ, დაწყებული საქმეები ბოლომდე მიიყვანოთ, საღამოს კი მეგობრებს შეხვდით.