ვერ აღგიწერთ ეს რა გრძნობაა! – ქუთაისელმა ქეთი ქველაძემ ოცნება აიხდინა

სოციალურ ქსელებში ქეთი ქველაძეს კარგად იცნობენ. საზოგადოებისთვის  ცნობილია მისი მძიმე ცხოვრების შესახებ.

მან ახლახან სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა და დაწერა, რომ ბინა იყიდა.

„ბინა ვიყიდე! ჩვენ ეს შევძელით ! ჩემი ოცნება ახდა… ვერ აღგიწერთ ეს რა გრძნობაა!“,- წერს ქეთი.

ცოტა ხნის წინ ქეთის ემოციურმა მონოლოგმა სოციალური ქსელი მოიცვა და მისი მხარდამჭერები ერთიორად გაზარდა.

ძალიან დავიღალე, მარტო ყოფნით დავიღალე… მინდა დედა მყავდეს, რომელიც სახლში მოსულს დამხვდება ისე, როგორც თქვენ გხვდებათ თქვენი დედიკოები, დააფასეთ, გეხვეწებით… მინდა, სახლში მოსულს დედიკო დამხვდეს, თავზე ხელი გადამისვამს, მომეფერება… მინდა, ვიღაც ზრუნავდეს ჩემზე, ჩემი თავის გარდა. ბევრი მახარებთ, მაგრამ მე სულ სხვანაირი ზრუნვა მჭირდება… არ მჭირდება ფული, ტელეფონი, მანქანა, მე მჭირდება დედა… რომელიც არასდროს მყოლია. დედაზე მეტად მინდა, მყავდეს მამა, ჩემი მამიკო… რომელმაც 9 წლის ასაკში მიმატოვა, სიმსივნე ჰქონდა, მხედველობა დააკლდა, მუცელში წყალი ჰქონდა, გაებერა… გარდაიცვალა… 

მახსოვს, სოფელში გადაასვენეს… მკვდარ მამაჩემზე ჩემი ნათესავები იძახდნენ, ხელი არ მოჰკიდოთ, არ გასკდესო…