მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი – როდიდან გაუარესდება ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება, რომ 3-5 იანვარს საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი, განსაკუთრებით კი, დასავლეთ საქართველოში:

“3-5 იანვარს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”, – წერს სააგენტო.

სხვა ახალი ამბები:

One thought on “მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი – როდიდან გაუარესდება ამინდი საქართველოში

Comments are closed.