სამწუხარო ინფორმაცია ბათუმში ორი ადამიანი დაშავდა, მათ თითები დაკარგეს

ახალი წლის დღეებში ბათუმში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას გამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, 31 დეკემბერს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ორივე ხელის მტევნის მრავლობითი დამწვრობით 40 წლის კაცი შეიყვანეს.

პაციენტმა ერთი თითი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკარგა. ამჟამად კაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გარდა ამისა, 30 დეკემბერს ბათუმის სამედიცინო ცენტრში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებული 25 წლის კაცი გადაიყვანეს. კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საავადმყოფოში მიყვანამდე მას უკვე დაკარგული ჰქონდა ერთი თითი.