გარდაიცვალა ახალგაზრდა ბიჭი: არანორმალური კივილის ხმა ჩამესმა, სამწუხაროდ ჩემს თვალწინ ახალგაზრდა კაცი კვდებოდა… –  რას წერს ადვოკატი

,,არანორმალური კივილის ხმა ჩამესმა( მეზობლის ქალი დახმარებას ითხოვდა!!! როგორც ასეთ ხმას გავიგონებ ინსტიქტურად გავრბივარ…. ეგებ რამეში ჭირდები ადამიანს!!!სამწუხაროდ ჩემს თვალწინ ახალგაზრდა კაცი კვდებოდა… ორი კაფანდარა სასწრაფოს ექიმი და ექთანი ებრძოდა ამ ახალგაზრდა ბიჭთან ერთად ამ ბოროტ სიკვდილს…. გულის მასაჟს აკეთებდა ექიმი თან ბუტბუტებდა🥲, გეხვეწები არ მოკვდე …. გადარჩი ….ბიჭო… ეს ხმა🙏რამდენი ხანი უნდა ვიცოცხლო ამ კაფანდარა ექიმის ხმა ჩემი მეხსიერებიდან არასდროს ამოიშლება…. დაუთმეთ გზა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს…. არ შეაყოვნოთ ერთი წუთითაც თქვენი მიზეზით , რაიცით ,ის ერთი წუთით დაგვიანებამ ვიღაცას სიცოცხლე შეიძლება წაართვას…. ღმერთმა გაანათლოს ამ კარგი ახალგაზრდა კაცის სული🙏” – წერს სოციალურ ქსელში ადვოკატი ლედი ტუკვაძე.

სხვა ახალი ამბები: