ცნობილია, რამდენ სტატუსშეჩერებულ სტუდენტს გაუნულდა ფინანსური დავალიანება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, ამ დროისთვის, ფინანსური დავალიანება 6 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს გაუნულდა.

ამის შესახებ მან პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

„მიმდინარეობს იმ პროგრამის განხორციელება, რომლის მიხედვითაც 30 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს ფინანსური დავალიანება უნულდებათ.

დღემდე დაახლოებით 6 ათასამდე სტუდენტმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით. ეს უწყვეტად მიმდინარეობს. მათ აქვთ 5 წლიანი ვადა, მათთვის სასურველ ნებისმიერ დროს აღიდგინონ სტატუსი და დაუბრუნდნენ აუდიტორიებს“. – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.