ჟურნალისტი, ნინო ჯღარკავა, ძალიან მწვავე პოსტებს აქვეყნებს და აკრიტიკებს ,,ოცნების” იმ მხარდამჭერებს, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ გაგა მკურნალიძის სახლში მოილხინეს. გაგა მკურნალიძე ნაცმოძრაობის ხელისუფლების დროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო და გლდანის ციხის კარანტინის დაშლის კადრებთან დაკავშირებით წამების მუხლით იყო ბრალდებული.

,,მე, ნინო ჯღარკავა, ხვალ შემთხვევით მეგის ქარდავას ცოლმა რომ დამპატიჟოს დაბადების დღეზე და უცებ აღმოვჩნდე მის სახლში, თქვენ როგორ ფიქრობთ, რას ვიზამ? ბედნიერად ვიქეიფებ, ვიმღერებ ,,ჩემი გმირი გიწოდე”-ო და წამოვალ? ჰოდა, მოკეტეთ ახლა, ამ უაზრო ,,გაპრავებებს”  მორჩით, თორემ მიგიწეწკვავთ თითებს კლავიატურაზე! მუცელს და ტაშფანდურს არ გადააყოლოთ ქვეყანა! სამი დღე გავიდა, დაინგრა სრულიად სოციალური ქსელი და არც ერთი განმარტება არ მოგვისმენია იქ მოგუგუნე ხალხისგან. ისე, რომ იცოდეთ, იმ დღეს ნინი ბადურაშვილიც იქ იყო, ეკა კახიანიც და აჩი მეფარიძეც! ჰოდა, ტაში კუკური! ამათ სამშობლო სულ ცალ ფეხზე არ ჰკიდიათ?იმუშავეთ ვირებო, ჭამეთ ბრიგადირებო მკურნალიძე-ჯალათების სახლებში”, – წერს ნინო ჯღარკავა და აქვეყნებს ფოტოს, სადაც მკურნალიძის ცოლი თეა წულუკიანის გვერდით არის გადაღებული.

,,ესეც ჯალათი გაგა მკურნალიძის ცოლი მარიამ ცქიფურიშვილი თეა წულუკიანის გვერდით. გოგო საქალაქო სასამართლოში წამყვან პოზიციაზე მუშაობს და სწორედ მისი მეშვეობით გუგუნებდნენ მისი ჯალათი ქმრის სახლში! ალბათ როგორ ამაყობს ჯალათი ქმრით! დარწმუნებული ვარ, თეა წულუკიანმა არ იცოდა, ვინ მოჰყვებოდა გვერდით”, – დაწერა ნინო ჯღარკავამ.

ჟურნალისტი მომღერალ ნინო ჩხეიძესა და მსახიობ აჩიკო სოლოღაშვილსაც გადასწვდა, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ იმ დღეს მკურნალიძის სახლში.

,,ახლა მოვიცალე ნინო ჩხეიძისთვის! ჯალათი ზონდერი გაგა მკურნალიძის ფეშენ ვილაში, თეთრ კიბეზე შემხტარი ნინო ჩხეიძე ,,ჩემი გმირი გიწოდეო” რომ უბღაოდა ,,ოცნების” პირობებში გამილიონერებულ გაგა მკურნალიძეს, რა დამსახურებისთვის ზის ,,რუსთავი 2″- ზე ყველა გადაცემაში და ყელს იღერებს! ჟურნალისტია და არ ვიცით? ვიტნი ჰიუსტონის ხმა აქვს და არ ვიცით? მე ვიყავი ვანო მერაბიშვილის ფავორიტკა ჯილა გოგო და არ ვიცი? ჰოდა, გამოაბრძანონ მაგ ,,რუსთავი 2″-დან დროზე და გაგა მკურნალიძის ჯიბის ტელევიზიაში აბღავლდნენ ხვალიდან! თავზე არავის დავისვამთ, მორჩა თქვენი კინო. აჩიკო სოლოღაშვილიც ზედ მიჰყვეს, თორემ ,,ოცნების” ამომრჩევლები რომ მივადგებით ,,რუსთავი 2″-ის შენობას, მერე გვიყარეთ კაკალი”, – წერს ჟურნალისტი.

სარკენიუსი

სხვა ახალი ამბები: