მოსწავლის დედა სკოლაში შეიჭრა და მასწავლებელს თავს დაესხა – პედაგოგი ტვინის შერყევით კლინიკაში გადაიყვანეს – სად მოხდა შემთხვევა

31 წლის ლინზინა სატონის ქალიშვილი ნიუ-იორკის საშუალო სკოლის მოსწავლეა. ერთ-ერთმა მასწავლებელმა გოგონას შენიშვნა მისცა, რომ გაკვეთილი გააცდინა და ამ პერიოდში თავისი ადგილსამყოფელის შესახებ ტყუილს ამბობდა. მოსწავლის საპოვნელად მასწავლებელმა დაცვა გამოიძახა.

მომხდარის გამო გოგონა მასწავლებელს დაემუქრა და უთხრა, რომ საქმე დედამისთან ექნებოდა. მასწავლებელმა, თავის მხრივ, მოზარდის სიტყვები ადმინისტრაციას გადასცა.

მეორე დღეს სატონი, მოსწავლის დედა, სკოლაში შეიპარა და ბავშვების მასას შეერია. ქალიშვილის კლასში შევიდა და შეშინებული ბავშვების თვალწინ მასწავლებელს ყვირილი დაუწყო. შემდეგ გაბრაზებულმა სატონმა რამდენჯერმე მუშტი სახეში დაარტყა და ცხვირი ცხვირი გაუტეხა მასწავლებელს, რომელმაც ტვინის შერყევაც მიიღო.

სატონი დააკავეს. მოგვიანებით იგი სასამართლოს სხდომამდე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. დაზარალებულმა სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში მიიღო და ამჟამად სახლში იმყოფება, სადაც მკურნალობას აგრძელებს. რამდენად მალე დაბრუნდება ის სამსახურში, უცნობია.