სენსაციური მიღწევა მედიცინაში და ჩანაწერები გოგა მანიას წინასწარმეტყველებიდან

2024 წლის დასაწყისში, ეზოთერიკოსმა, გოგა მანიამ სასიხარულო ინფორმაცია გააცნო საზოგადოებას და აღნიშნა, რომ მსოფლიოში შიდსით, კიბოთი და ეპილეფსიით დაავადებული ადამიანები, სრულად განიკურნებიან.

აღსანიშნავია, რომ ასეთი შემთხვევა, ახლახან მოხდა და ექიმებმა განკურნეს ადამიანი, რომელსაც შიდსი ჰქონდა და, ასევე, მძიმე სენს ებრძოდა.

„პრაიმტაიმი“ გოგა მანიას დაუკავშირდა. მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ამ თემაზე 2 თვის წინ ისაუბრა. 

„მე ვთქვი, რომ 2024  წელს, ეპილეფსიით, კიბოთი, შიდსით და სხვადასხვა ინფექციური დაავადებებით, ადამიანები სრულად განიკურნებიან, ეს დაავადებები ნაკლებ პრობლემას მოიტანს და მკურნალობა ბევრად გამარტივდება. და ახლა, უკვე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, რაზეც ვიდეოში ადრე ვისაუბრე.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყველაზე მძიმე დაავადების, სიმსივნით და ალცჰაიმერით ტანჯვას ბოლო მოეღება.