ღამით: სასტიკი ჩხუბი რესტორანში და მის გარეთ, არიან დაშავებულები – პოლიციას ინციდენტში მონაწილეების დაკავება პირდაპირ სამანქანო გზაზე მოუწია – დეტალები

თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე, რესტორანში, “სტუმარი და მასპინძელი”, ჩხუბი იყო. თვითმხილველების ინფორმაციით, სიტყვიერი შელაპარაკება ჯერ რესტორნის შიდა ტერიტორიაზე დაიწყო, შემდეგ კი გარეთ გადმოინაცვლა, სადაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფიზიკურ დაპირისპირებაში არაერთი პირი მონაწილეობდა.

თვითმხილველების ცნობითვე, დაპირისპირების შედეგად პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. ასევე, ჩხუბის შედეგად, სავარაუდოდ, დაშავებულებიც არიან – ადგილზე იყვნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები. 

მთავარი არხი