ყველასთვის საყვარელი პედაგოგი გარდაიცვალა – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სახელით დიდ მწუხარებას გამოვხატავთ მანანა დოიჯაშვილის სახელობის სამუსიკო სემინარიისა და ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედის” პედაგოგის, ქალბატონ დოდო ცინცაძის გარდაცვალების გამო.

2023 წლის 4 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში საზეიმოდ აღინიშნა მისი პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წლის იუბილე. მისი კლასი მუდამ ვარსკვლვ პიანისტთა სამჭედლოდ ითვლებოდა.

გულითადად ვუსამძიმრებთ ქალბატონი დოდოს ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და მეგობრებს.
ეს მართლაც დიდი დანაკარგია ქართული სამუსიკო საზოგადოებისთვის.

პანაშვიდისა და დაკრძალვის დეტალებს გასაჯაროვებისთანავე გავაზიარებთ“, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.