„აბიტურიენტების საყურადღებოდ!“ – გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს.

„ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე https://online.naec.ge/defonline/ 29 აგვისტოს გამოქვეყნდება.

საკუთარი შედეგების გვერდზე ასევე გამოქვეყნდება გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც აქვე შეგახსენებთ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების წაშლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის – 30 აგვისტოს 18:00 საათამდე – გექნებათ. სწორედ ამ დრომდე შეძლებთ ნებისმიერი ტიპის ცვლილების (პროგრამების დამატებას, წაშლას, რიგითობის შეცვლას) შეტანას თქვენს საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში.

დეტალური ინსტრუქცია: https://naec.ge/#/ge/post/2924გახსოვდეთ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას მათ რაოდენობაში შეზღუდული არ ხართ.

ბოლო ახალი ამბები: