“აშშ -ევროკავშირის სანქციათა მე -11 პაკეტი რუსეთ-ბელარუსისთვის, თუ სადამსჯელო აქტი საქართველოს წინააღმდეგ?!!.. და ყოველივე ამას, გაგებით უნდა მოვეკიდოთ??!!!”

აშშ -ევროკავშირის სანქციათა მე -11 პაკეტი რუსეთ-ბელარუსისთვის, თუ სადამსჯელო აქტი საქართველოს წინააღმდეგ?!!

თითქოს, აშშ -ევროკავშირის სანქციათა მორიგი, მე-11 პაკეტის ის მუხლი, რომლის მიხედვით ამერიკიდან და ევროპიდან იმპორტირებული ავტო-მანქანების რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსში შეტანა იკრძალება, ეხება რუსეთს და ბელარუსს, სინამდვილეში ის ეხება აშშ “სტრატეგიულ პარტნიორ” საქართველოს , როგორც სადამსჯელო აქტი და თუ ვინმეში აღნიშნული ეჭვს იწვევს, აქვე გავიაროთ არგუმენტებით და ფაქტებით : 1 აგვისტოდან საქართველოში აშშ დან იმპორტირებული , ხოლო 26 სექტემბრიდან ევროკავშირიდან საქართველოში იმპორტირებული და რეექსპორტზე რუსეთსა და ბელარუსში გასაგზავნად გამზადებული , მათ შორის სომხეთის ტრანზიტის შესაძლო გათვალისწინებით ,ავტო-მანქანა ძრავით, რომლის მოცულობა 1.9კბ/სმ ’ზე მეტია, ვეღარ დატოვებს საქართველოს საზღვრებს და მისი მესაკუთრე საქართველოს მოქალაქე ბიზნესმენს, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს ,ვინც გადაწყვიტა ამ გზით შემოსავალი მოიპოვოს, ეზღუდება მოქმედების თავისუფლება!!! მოდით გავიარით დეტალურად: ვთქვათ, მე ვყიდულობ დაზიანებულ ა/მანქანას აშშ -ი, “კოპარდის”აუქციონზე და შეძენის შემთხვევაში ვხდები მისი კანონიერი მესაკუთრე, ჩამომყავს აღნიშნული ა/მანქანა თბილისში, მიმყავს პროფილურ სახელოსნოში რომ აღვადგინო ის და ამ პროცესში მონაწილეობს მოხელეთა მთელი სპექტრი: ე.წ. “ჟესწიანშიკი” “ელექტრიკი, “აბივშიკი”, “დვერშიკი”,პლასტმასშიკი” “ზბორშიკი”, “მატარისტი”, , რის გამოც აშშ -ში კოპარდზე შეძენილი ა/მანქანის ღირებულებას ემატება მოხელეთა ხარჯი საქართველოში, რაც მისი საბოლოო ღირებულებაა და რაც მთავარია აღინიშნოს, მისი დასრულებული, აღდგენილი ფორმის ღირებულებაა საქართველოში ჩატარებული მანიპულაციების შედეგად, ურომლისოდაც მას ვერ ექნებოდა შესაბამისი ფასი და შესაბამისად ავტო-სახელოსნოთა დასაქმებისა და ეკონომიკური აქტივობის ერთ-ერთი ძირითადი პირობაა!- მგონი, ამაში ვთანხმდებით.. მაშ , რაშია წინააღმდეგობა?- რაში და აშშ -ევროკავშირის ახალ სანქციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეს უკრძალავს მის კანონიერ მფლობელობაში არსებული მოძრავი ნივთის გაყიდვას საზღვარგარეთ(!)

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!!! -ვდებთ რა აშშ ეკონომიკაში ინვესტიციას, ვყიდულობთ მისგან დაზიანებულ ავტო-ტრანსპირტს, მოგვყავს ქვეყანაში, ვასაქმებთ ათამდე მოხელეს მის აღსადგენად, მოთხოვნას ვაჩენთ მარკეტინგის ქსელში კონკრეტული ავტო-ნაწილებისა და დეტალების შესაძენადაც, რაც დასაქმებულ პირთა წრეს მნიშვნელოვნად ზრდის, მოულოდნელად კი ჩვენი “სტრატეგიული პარტნიორი” -აშშ და ევროკავშირი გვეუბნება, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება განვკარგოთ საკუთრება , რადგან განკარგვის სურვილი ვნებს ჩვენს “სტრატეგიულ” ურთიერთობებს!!!

.. p.s. მხოლოდ 2023 წლის პირველ ექვს თვეში, საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში გაიყიდა 53 მლნ ლარის ღირებულების ავტომობილი 3000 საქართველოში რეგისტრირებული მეწარმისგან, რომლებსაც ჰქონდათ განცდა, რომ საქართველის სახელმწიფო მხარს დაუჭერდა მათ წვლილს ქვეყნის ეკონმიკაში, მაგრამ რეალიბა აღმოჩნდა მოლოდინის გამაწბილებელი-საქართველო, ფაქტიურად თავად აღმოჩნდა სანქცირებული, რითაც გამოუსწორებელი ზიანი მიადგა უკვე აწყობილ ბიზნესს, რომელშიც ათასები იღებდნენ მონაწილეიბას!!!

.. და ყოველივე ამას, გაგებით უნდა მოვეკიდოთ??!!! საქართველოს მთავრობა

დიმიტრი ლორთქიფანიძე, სოციალური ქსელი

უახლესი ამბები: