13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს, მოვლენები სწრაფად იცვლება, ყველაფერი მოულოდნელად ხდება და რაიმეს დაგეგმვას აზრი არ აქვს. არის ალბათობა, გართულდეს სამსახურებრივი საკითხები.

კურო

საჭიროების შემთხვევაში, ახლობლები და მეგობრები მხარში დაგიდგებიან, ამიტომ, ნებისმიერ დროს, შეიძლება გქონდეთ მათი მხარდაჭერის იმედი, ყველაფერს კარგად გაუმკლავდებით.

ტყუპები

ნუ გააჭიანურებთ მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა, გაითვალისწინეთ ისიც, რომ ამაზე დიდად იქნება დამოკიდებული თქვენი მომავალი.

კირჩხიბი

ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდეთ. კარგი იქნება, თუ ნაწილობრივ მაინც გაისტუმრებთ ვალებს და გარკვეულ ვალდებულებებსაც ბეჯითად შეასრულებთ.

ლომი

შესაძლოა, საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღება მოგიწიოთ. მოსალოდნელია სასიამოვნო შენაძენი და საჩუქარი.

ქალწული

ემოციური შფოთი და გაღიზიანება წონასწორობის შენარჩუნებაში ხელს გიშლით, ამიტომ , გარკვეული ძალისხმევა დაგჭირდებათ იმისათვის, რომ ყოფითი პრობლემები და ფინანსური გაუგებრობები მშვიდობიან გარემოში მოაგვაროთ.

სასწორი

კარგი იქნება, დააჩქაროთ კონტრაქტების დადება, ნუ გადადებთ სამომავლოდ იმ საკითხებს, რომლებსაც ახლაც წარმატებით მოაგვარებთ. ნუ გაუშვებთ შანსს ხელიდან.

მორიელი

ახლა სასურველია, სადავო საკითხები მშვიდობიანი გზით გადაჭრათ კონფლიქტებისა და დაპირისპირების გარეშე. პოზიტიური განწყობა წარმატებების საწინდარია.

მშვილდოსანი

მოსალოდნელია შეხვედრები მაღალი სტატუსის ადამიანებთან, შესაძლოა, სამსახურში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყოს და ახალი საქმიანი წინადადებაც შემოგთავაზონ, ეს გარდამტეხი იქნება თქვენს გეგმებზე და ზოგადად ცხოვრებაში.

თხის რქა

შეეცადეთ, აღადგინოთ კონტაქტები უცხოელ პარტნიორებთან და ნაცნობებთან. გაატარეთ დღე მშვიდ გარემოში, ერიდეთ აგრესიას და მეტი ყურადღება დაუთმეთ ფინანსებს, ქონებას და პირადი კეთილდღეობის ამაღლებას.

მერწყული

ერიდეთ სარისკო ქმედებებს, შესაძლოა, თავგადასავლებმა და აზარტულმა თამაშებმა აგიყოლიოთ, ქარს ნუ გაატანთ ფულს და ახლა ძალიან სარიკოა ვალების, ან კრედიტების აღება.

თევზები

შესაძლოა, ახლობლებისა და კოლეგების კრიტიკამ ძალიან გაგაღიზიანოთ და ხასიათი გაგიფუჭოთ. ნუ აჰყვებით შფოთს და განცდებს, გაერკვიეთ საკუთარ ქმედებებში.