“ორი წელი დამჭირდა მანამ, სანამ ფსიქოლოგიურად შემეძლო მიშას მონახულება… დღეს შედგა ჩვენი შეხვედრა” – რას წერს სანდრა რულოვსი?

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი სან­დრა რუ­ლოვ­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მო­ი­ნა­ხუ­ლა. მისი თქმით, მათ შო­რის ხან­გრძლი­ვი და გულ­წრფე­ლი სა­უ­ბა­რი შედ­გა.

“ორი წე­ლი­წა­დი დამ­ჭირ­და მა­ნამ, სა­ნამ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად შე­მეძ­ლო მი­შას მო­ნა­ხუ­ლე­ბა. დღეს შედ­გა ჩვე­ნი ხან­გრძლი­ვი შეხ­ვედ­რა და გულ­წრფე­ლი სა­უ­ბა­რი. ვუ­სურ­ვებ მას თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ჯან­მრთე­ლო­ბას და ბედ­ნი­ე­რე­ბას. ჩვენ ერ­თად აღარ ვართ” – წერს სან­დრა რუ­ლოვ­სო.

მას შემ­დეგ რაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლი 2021 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ფა­რუ­ლად დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მის ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი ქალი არ­სე­ბობ­და. რო­გორც ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მი­მარ­თვა­ში იყო ნათ­ქვა­მი ეს ლიზა იაკო იყო, რო­მელ­თა­ნაც დიდი სიყ­ვა­რუ­ლი აკავ­ში­რებ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით სან­დრამ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლი­სა და იას­კოს ურ­თი­ერ­თო­ბა მის­თვის “სი­ურ­პი­რი­ზი” იყო და ამის შე­სა­ხებ უმ­ცრო­სი შვი­ლის­გან შე­ი­ტყო. რო­გორც სან­დრა ჰყვე­ბო­და, მას რთუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ეპი­ზო­დე­ბის გავ­ლა მო­უ­წია იმის­თვის, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ლიზა იას­კოს ურ­თი­ერ­თო­ბის ფაქ­ტის სა­ბო­ლო­ოდ მი­ღე­ბა შეძ­ლე­ბო­და. (წა­ი­კი­თხეთ: “შოკი იყო… ზე­დი­ზედ სამ­ჯერ მო­ვის­მი­ნეთ და მა­ინც არ მჯე­რო­და… მერე და­ი­წყო ჩემ­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი” – სან­დრა რუ­ლოვ­სი სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ლიზა იას­კოს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე)

რამ­დე­ნი­მე თვე­ში ასე­ვე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ა­კაშ­ვილს მე­სა­მე შვი­ლი ჰყავ­და, რო­მე­ლის მას სოფო ნი­ჟა­რა­ძის­გან შე­ე­ძი­ნა. ალის­კა ამე­რი­კა­ში და­ი­ბა­და. ის დე­დას­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში სწო­რედ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ჩა­მო­ვი­და. ასე­ვე რამ­დე­ნი­მე თვე­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტის­გან შვი­ლი ლიზა იას­კო­მაც გა­ა­ჩი­ნა.

ორი თვის წინ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტუ­სი, სა­დაც წერ­და, რომ ის და სოფო ნი­ჟა­რა­ძე შე­რიგ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სტა­ტუ­სი წა­ი­შა­ლა. ვინ არის ახლა ექ­სპრე­ზი­დენ­ტის გვერ­დით, უც­ნო­ბია, რად­გან ლიზა იას­კო წე­ლი­წად­ზე მე­ტია სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­უღ­ლის სა­ნა­ხა­ვად აღარ ჩა­მო­სუ­ლა.

სხვა სიახლეები: