თბილისში ბარათაშვილზე, „რატის ბარში” 2 ადამიანი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ერთმანეთს დანებით დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებისას 2 ადამიანი დაიჭრა, ერთმა პირმა კი ფიზიკური დაზიანება მიიღო. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. უწყების ცნობით, დაკავებულია ერთი პირი. რა გახდა სისხლიანი გარჩევის მიზეზი უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

წყარო: „დაიჯესტი”

სხვა ახალი ამბები: