„თუ რამ მიბიძგა ამ სტატუსისთვის არ მოვყვები, მხოლოდ ერთს ვიტყვი…“ – რამ გაანაწყენა ნიკოლოზ რაჭველი, რომელსაც გამორჩეული გურული სიმღერის სახელწოდება შეცდომით აქვს მოხსენიებული

საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარმა დირიჟორმა, კომპოზიტორმა და პიანისტმა ნიკოლოზ რაჭველმა სოციალურ ქსელში მიმართვა გამოაქვეყნა. როგორც ის წერს, მისთვის სამშობლო ნამდვილი ქართველი გენიოსების მუსიკაა და თუკი რამ უბიძგა ამ სტატუსის დასაწერად, ეს დეგრადირების ნიშნებია.

„მუსიკაში შემიძლია ვთქვა ჩემს სამშობლოზე, რომ ეს არის ხასამბეგურას, ხორუმის და ყანჩელის ერი! შენ ხარ ვენახისაც, ლაღიძის, ცინცაძის, ნასიძის და ფალიაშვილის… ბევრ სხვა ასევე ნამდვილ გენიოსს უბრალოდ აღარ დავასახელებ!) თუ რამ მიბიძგა ამ სტატუსისთვის არ მოვყვები, მხოლოდ ერთს ვიტყვი – დეგრადირების ნიშნებმა“ – წერს ნიკოლოზ რაჭველი, რომელსაც გამორჩეული გურული სიმღერის – „ხასანბეგურას“ – თაობაზე ნამდვილად სმენია, მაგრამ მისი სახელწოდების შესახებ ალბათ – ნაკლებად.

ნიკოლოზ რაჭველს ტექსტში, რომელშიც მუსიკის დეგრადირების შესახებ საუბრობს, ნახსენები აქვს „ხასამბეგურა“, რომელიც, სავარაუდოდ, მექანიკურ შეცდომად არ უნდა ჩაითვალოს (და თუ ასეა, ამგვარი ტიპის ტექსტს, სახელოვანი მუსიკოსი უფრო ყურადღებით უნდა წერდეს), რადგან იგი უკვე რამდენიმე საათია დევს მის „კედელზე“ და არ შესწორებულა. 

გურული „ხასანბეგურა“ ისტორიულ-საგმირო ხასიათის ქართული ხალხური სიმღერაა, რომელიც უკვე ფართოდაა გავრცელებული მთელ ქვეყანაში.

იგი ეხება შუხუთფერდის ბრძოლას, რომელიც გაიმართა 1854 წელს რუს-ქართველთა და ოსმალეთის ჯარებს შორის ყირიმის ომის (1853-1856) დროს. ოსმალების მხარეს იბრძოლა რენეგატი ჰასან-ბეგ (ხასან-ბეგ) თავდგირიძე. რომელიც ბრძოლის ველზე დაეცა. სწორედ ამ ამბებს ეძღვნება სიმღერაც და მისი ტექსტიც,  რომელიც პირველად ლანჩხუთელმა გურულებმა იმღერეს, შემდეგ კი მთელ დასავლეთ საქართველოში გავრცელდა.

სხვა ახალი ამბები: