გადაცემაში „მოდი, ვილაპარაკოთ ია ფარულავასთან“ სტუმრად ლეგენდარულ ალექსანდრე ბასილაიას მეუღლე ლუიზა კობალაძე იმყოფებოდა.

ლუიზა კობალაძემ, რომელსაც გადაცემებში სტუმრობა არ უყვარს, ია ფარულავას გადაცემისთვის გამონაკლისი დაუშვა.

ალექსანდრე ბასილაიას გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა.  ლუიზა ამბობს, რომ მის გარეშე ცხოვრება ძალიან ძნელია.

„სულ მახსენდება, როგორ დაჯდა, ადგა, სულ თვალწინ მიდგას ის მომენტები“ – ამბობს ლუიზა.

ალექსანდრე ბასილაიას მეუღლე მათი სიყვარულის ამბავს იხსენებს

„ჩვენ ვცხოვრობდით ქალაქ ტყიბულში. ერთმანეთი სკოლაში გავიცანით. მე მე-10 კლასში ვიყავი, ის მე-8 კლასში სწავლობდა. ხუჭუჭა ბიჭი იყო. ერთი ნახვით შევუყვარდი, 14 წლის იყო. ეს ამბავი დავუმალე მშობლებს. მერე წამოვიდა თბილისში. ჩუმად ვხვდებოდით. ალექსანდრე მშობლებს არაფერს ეუბნებოდა. ხელი ჩუმად მოვაწერეთ. მისმა მშობლებმა ჩვენი დაოჯახების შესახებ მაშინ გაიგეს, როცა ორსულად ვიყავი.

ბევრი დაბრკოლება გადავლახეთ, საბოლოოდ სიყვარულმა გაიმარჯვა“. – ამბობს ლუიზა.

სხვა ახალი ამბები: