ფლო­რი­დის სა­ნა­პი­რო­ზე 7 წლის გო­გო­ნა ტრა­გი­კუ­ლად გარ­და­იც­ვა­ლა მას შემ­დეგ, რაც ის ქვი­შა­ში ცო­ცხლად ჩა­ი­მარ­ხა. სა­ნა­პი­რო­ზე მყო­ფი ხალ­ხი მის ქვი­ში­დან ამოყ­ვა­ნას 20 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და, მაგ­რამ ბავ­შვი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ გარ­დაც­ვლი­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს.

ად­გი­ლობ­რივ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში აუ­დიო ჩა­ნა­წე­რი გავ­რცელ­და, რო­მელ­შიც სა­ნა­პი­რო­ზე მყო­ფი ქალ­ბა­ტო­ნი სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურს ურე­კავს, მა­ნამ სა­ნამ 7 წლის სლო­უნ მე­ტინ­გლის პა­ნი­კა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი მშობ­ლე­ბი შვი­ლის ამოყ­ვა­ნას ცდი­ლო­ბენ. NBC 6-ის გავ­რცე­ლე­ბულ აუ­დიო ჩა­ნა­წერ­ში ქალი ოპე­რა­ტორს შეშ­ფო­თე­ბუ­ლი უყ­ვე­ბა: “ბავ­შვის დედა ყვი­რის, რომ მისი შვი­ლი ქვი­შა­შია”. ქალი ოპე­რა­ტორს იმა­საც უხ­სნის, რომ 7 წლის გო­გო­ნა მთლი­ა­ნად ჩა­ეფ­ლო ორ­მო­ში და თა­ვიც კი აღარ უჩანს, ბო­ლოს კი ყურ­მილს თი­შავს.

 სლო­უ­ნი თა­ვის 9 წლის ძმას­თან ერ­თად სა­ნა­პი­რო­ზე თა­მა­ში­სას ორ­მოს თხრი­და, როცა ბავ­შვებს ზე­მო­დან ქვი­შა და­ე­ყა­რა. ქვი­შის სიმ­ძი­მემ გო­გო­ნა მთლი­ა­ნად ჩა­მარ­ხა, მისი ძმა კი მკერ­დამ­დე ჩა­ეფ­ლო. ბი­ჭუ­ნა მა­მამ მა­ლე­ვე ამო­იყ­ვა­ნა ორ­მო­დან და სიკ­ვდილს გა­და­არ­ჩი­ნა.

7 წლის გოგონა ორ­მო­დან 20 წუ­თის შემ­დეგ ამო­იყ­ვა­ნეს და სას­წრა­ფოდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგრამ ვეღარ გადაარჩინეს.

წყა­რო: nypost

სხვა ახალი ამბები: