იტალიური მედიის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და გუნდს იმაზე მალე დაუბრუნდება, ვიდრე ჩვენ გვეგონა.

“დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა, თავის დაზღვევის მიზნით შესაძლოა კვარამ მხოლოდ 1 მატჩი გამოტოვოს” – წერს ნეაპოლური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიშია და გუნდს უკვე შეუერთდა.

კვარაცხელიასთან ერთად ნაპოლიში გაემგზავრა მისი მეუღლე, ნიცა თავაძეც.