ვერძი

დღეს, გონივრული იქნება არსებული საქმეები აქტუალობის მიხედვით დაახარისხოთ და მთელი მონდომებით შეეცადეთ, ბოლომდე მიიყვანოთ ყოველი მათგანი.

კურო

ფრთხილად ელექტროხელსაწყოებთან. სახლში სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებისას, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ.

ტყუპები

შეგიძლიათ, იფიქროთ მნიშვნელოვან შენაძენზე, საყიდლებისას, სასურველია, მხოლოდ თქვენ არ მიიღოთ გადაწყვეტილება და ახლობლების რჩევაც გაითვალისწინოთ.

კირჩხიბი

თქვენს წინაშე იღება ახალი შესაძლებლობების კარი. სიურპრიზების დღეა, მოულოდნელად უცხო, საქმიან გარემოში, ან ურთიერთობებში აღმოჩნდებით.

ლომი

გამოიყენეთ შანსები და განამტკიცეთ თქვენი პოზიციები, იზრუნეთ დაგროვებასა და ფინანსური თუ მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე.

ქალწული

გაისტუმრეთ ვალები და, შეძლებისდაგვარად, მოიცილეთ ყოველი მოძველებული და უსარგებლო, იქნება ეს ძველმანები საოჯახო სივრციდან, თუ აზრები გონებიდან.

სასწორი

მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობის საკითხს, ქვეითდება ენერგოტონუსი, აკონტროლეთ კვების რაციონი. ახლა სრულფასოვანი კვება და ძილი ძალიან მნიშვნელოვანია.

მორიელი

ნუ გაირთულებთ ცხოვრებას, მოიცილეთ ეჭვები, ნუ მოახდენთ სიტუაციის პროვოცირებას, რადგან ამით ურთიერთობებში განხეთქილებას შეიტანთ.

მშვილდოსანი

ახლა აქტიურობა გამართლებული არ არის, მაგრამ შეგიძლიათ, იმოქმედოთ გეგმის მიხედვით, მოემზადეთ მოულოდნელი ცვლილებებისთვის.

თხის რქა

სასურველია, ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოთ ყველგან, სადაც შესაძლებელია, მთავარია, არ გააღრმაოთ დაძაბულობა, თუმცა ეს დღეს საკმაოდ რთული ამოცანა იქნება თქვენთვის.

მერწყული

შესანიშნავად გაართმევთ თავს პრაქტიკულ საკითხებს. შეეცადეთ, წესრიგში მოიყვანოთ პირადი სივრცე.

თევზები

დაკავდით პირადი საკითხების დალაგებით, გამონახეთ დრო სასიამოვნო შეხვედრებისა და საინტერესო ღონისძიებებისათვის, ასე გადალახავთ უსიამოვნო სიტუაციებს და განწყობაც გამოგიკეთდებათ.