“ორი კვირაა ჩემს შვილს ვეღარ ვცნობ. მართალია, 5 წლის არის და ბევრი არ მოეთხოვება, მაგრამ რამდენიმე დღეა დაძაბული მეჩვენება. გაფანტულია და თითქოს ვერც ერთ ოჯახის წევრს ვერ გვამჩნევს, ტკბილეულს და შოკოლადებს პირს არ აკარებდა და ახლა ბაღშიც კი მიაქვს საჭმელად. თითქოს არაფერი, მაგრამ ამდენმა ცვლილებამ დამაფიქრა და გადავწყვიტე, მეტად დავკვირვებოდი.
ცოტა ხანში აღმოვაჩინე, რომ ახალი ნაყიდი სათამაშოებიდან აღარც ერთი აღარ ჰქონდა და ვკითხე, რა უყო სათამაშოებს. მიუხედავად იმისა, რომ ცელქია, ტყუილებს თავს ვერ აბამს, თუმცა ამჯერად სცადა და მითხრა, რომ სათამაშოები ბაღში დარჩა.
ათასი საფიქრალი მაქვს და საბოლოოდ ჩავთვალე, რომ შიოს განსაკუთრებული არაფერი ჭირდა, თუმცა გუშინ მის ოთახში გასანიავებლად რომ შევედი, უცნაური სუნი მეცა, აი, ისეთი დამპალი საჭმლის. თანდათან ბავშვის ტანსაცმლის კარადას მივუახლოვდი და სათითაოდ უჯრების გამოღება დავიწყე.
ბოლოს ისეთ უჯრას მივადექი, სადაც დაპატარავებულ ტანსაცმლებს ვინახავ და ფაქტობრივად იშვიათად მიწევს გამოღება. რას ვხედავ, ერთი დიდ ჭრელ პარკში ფორთოხლები, ბანანი, შოკოლადები, სახატავი ფურცლები და სათამაშოები აწყვია. ხილს წვენი გამოსული ჰქონდა და ყველაფერი ისე იყო აზელილი ერთმანეთში, კივილს არაფერი მაკლდა, თან ის მაგიჟებდა, ამის გაკეთება რაში დაჭირდა-თქო, თავი ვერ მოვთოკე და ხმამაღლა დავუძახე.
ოთახში შემოსულს ცრემლები უკვე მზად ჰქონდა და თითქოს ჩემს კითხვას ელოდა, თვითონ არაფრის თქმას არ აპირებდა… მივხვდი, რომ ზედმეტი მომივიდა, მივუახლოვდი, კალთაში ჩავისვი, მოვეფერე. მერე დაიწყო ლუღლუღი და ჩანაფიქრი რომ გამანდო, ცრემლები თავისით წამომივიდა.
– დედა ბაღში ხომ ზეიმზე თოვლის ბაბუას მოაქვს საჩუქრები ?
– როგორ არა, მოაქვს.
– თურმე ზოგიერთი ბავშვი საჩუქრის გარეშე რჩება.
– ეს ვინ გითხრა?
– ანდრიამ მითხრა, ზეიმზე არ მოვალო და შენთან ერთად ვერ ვიმღერებო, რადგან ჩემთვის საახალწლო საჩუქარი თოვლის პაპას არ მოაქვსო.
– მე ვუთხარი, რომ ეს ტყუილი იყო, ანდრომ კი მითხრა, რომ დედამ უთხრა ასე და რომ ჯობია ზეიმზე საერთოდ არ მოვიდეს. ამიტომ გადავწყვიტე, ანდროს თოვლის ბაბუა მე ვიყო და ზეიმზე ჩემთან ერთად იმღეროს…
ათასი ფიქრი ამეშალა ამ ამბის მოსმენაზე და შიოსთვის არც მიკითხავს, რატომ დამიმალა… მეორე დილას საჩუქრები ერთად ვიყიდეთ, თუმცა მთავარი წინ იყო. ანდრია ზეიმის დღეს ბაღში მართლა ხომ უნდა მოსულიყო, რომ თოვლის პაპას საჩუქრები გადაგვეცა. ამიტომ გადავწვიტე, მასწავლებლისთვის მისი დედის ნომერი გამომერთმია. გამიჭირდა დარეკვა, მაგრამ ბავშვების გამო გავბედე… როგორც აღმოჩდა, ჩემი შვილის მეგობარს კიდევ ორი ძმა ჰყავდა, რომელთა რჩენას ქმრისგან მიტოვებული დედა ვაივაგლახით ახერხებდა და ბავშვების საახალწლო საჩუქრებისთვის ფულს აბა, როგორ მოუყრიდა თავს…
როცა ანდრიას ძმებისთვისაც ჩავალაგეთ საჩუქრები, შიო მეუბნება:
“დედა, ალბათ ჩვენსავით ეხმარებიან ადამიანები თოვლის ბაბუას საჩუქრების შეგროვებაში, მარტო ამდენს როგორ შეძლებდაო”?!
შიო ყოველ ღამე, დაძინებადე დღეებს თითებზე ითვლის, ზეიმს ელოდება… უხარია, 5 წლის თოვლის ბაბუა ვარო! ისიც კი მოიფიქრა, ბაღში სად დაუმალოს ანდროს საჩუქარი.
(ეს ამბავი იმიტომ მოგიყევით, რომ მიხარია, ამ პატარა ბავშვებში უფროსებზე მეტი რომ არის თანადგომის, თანაგრძნობის განცდა)
სხვა ახალი ამბები:
2 კომენტარები
[…] ”ჩემი შვილი 2 კვირაა ძალიან უცნაურად ი… VIDEO: სალომე კაპანაძისა და წუპაკას დაშორების რეალური მიზეზი „მხოლოდ ორი დღე ებრძოდა ვირუსს და მალევე დანებდა, მისი პაწაწინა ქალიშვილის კივილი ცას სწვდებოდაო…“ — ვინ არის გოგო, რომელიც ვირუსის გართულების შედეგად დაიღუპა რა (არ) უნდა გააკეთოთ ამაღამ, პირველი სავსემთვარეობისას – ასტროლოგის გაფრთხილება „როგორც ყოველთვის ჩემი თხოვნა შეასრულა, იბრძოლა და დაბრუნდა“ — რას წერს მამა თეიმურაზ ქორიძის მეუღლე? “სულ მეკითხებიან, სად არის ივას მეუღლეო, რატომ არასოდეს არ ჩანსო, ა ბატონო, ეს გახლავთ ჩემი დედამთილი” – რა ფოტოს აქვეყნებს ნინო ნადირაძე ტყუპი ბავშვების ცხედრები გაიტაცეს სასაფლაოდან?! … თუ ბიჭები ცოცხლები არიან?!… — ნახეთ რას ყვება ბავშვების დედა ანრი ჯოხაძის სამეგრელოში გამართულმა კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა — რა კადრებს ავრცელებს მომღერალი (4 ვიდეო) თიკა ფაცაციას TOP 10 კაბა: ტელეწამყვანის ყველაზე შთამბეჭდავი ჩაცმულობები «სანამ ცოცხალი ვარ, ეს ამბავი არავის მოუყვეო… უძრავად იწვა, ხელ-ფეხიც წართმეული ჰქონდა წმინდანს“ — დედა მატრონას სასწაულები «გიო როგორ გვატკინე ყველას გული» – ქუთაისში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა — დეტალები იტალიაში, ავარიას ქართველი ემსხვერპლა — ცნობილია მისი ვინაობა (ფოტო) (ვიდეო) ასე გაჩნდა ქორწილში ხანძარი, რომელმაც 100 ბედნიერი ადამიანი შეიწირა — ეს იყო ჯოჯოხეთი დედამიწაზე „საავადმყოფოშია, ექიმები ვერ გვაიმედებენ…» — რა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს მაკა რაზმაძე? შემაძრწუნებელი ვიდეო: მსგავსი რამ საქართველოში არ უნდა ხდებოდეს… როგორ სახლში ცხოვრობს პოპულარული ექიმების ოჯახი – დაათვალიერეთ ქეთი ასათიანისა და გიორგი ჩიჩუას საოცარი ბინა (ფოტოები) „მიღწევების დრო გეწყებათ…“ — ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი და ხელსაყრელი დღეები ნახვებიs: 27,204 […]
[…] ”ჩემი შვილი 2 კვირაა ძალიან უცნაურად ი… VIDEO: სალომე კაპანაძისა და წუპაკას დაშორების რეალური მიზეზი რა (არ) უნდა გააკეთოთ ამაღამ, პირველი სავსემთვარეობისას – ასტროლოგის გაფრთხილება თიკა ფაცაციას TOP 10 კაბა: ტელეწამყვანის ყველაზე შთამბეჭდავი ჩაცმულობები ”ახალგაზრდობაში სასიყვარულო ჯადოს მიკეთებდნენ… უცებ გიშერი გამისკდა…”– რას ჰყვება გიორგი გურგულია ბიძგების სიმძლავრემ 5,6 მაგნიტუდა შეადგინა: მორიგი ძლიერი მიწისძვრა — დეტალები „შენი ორი, პატარა პრინცესა როგორ დააობლეს…“ — დანიაში ქართველი ემიგრანტი მოკლეს როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში — უხლოესი დღეების პროგნოზი რეგიონების მიხედვით (ვიდეო) „აი, ვისაც ამდენ ხანს ელოდით…“ — რა მოულოდნელ კადრებს აქვეყნებს გიორგი ნაზღაიძე, რომელიც ბევრი ადამიანი ელოდა, მაგრამ… ოღონდ ეს არა ! სამწუხარო ინფორმაცია ხვიჩა კვარაცხელიას და ნაპოლის შესახებ დღეს, გიო ხუციშვილი 62 წლის გახდებოდა — «მე ტყუილად ამგვარ სიზმრებს არ ვნახულობ…» — როგორ ნახა ნატო გელაშვილმა გიო ხუციშვილი სიზმრად ვიქტორია სირაძე გარდაიცვალა 🎥„მერაბი ანგელოზი გახადეთ, მაგრამ მაგ ბიჭმა „სროკზე“ გამიშვა აშშ-ის ციხეში“ – ავთანდილ ხურციძის სკანდალური განცხადება შვილმა მამა 12 წლის ძმის თანდასწრებით მოკლა და ეზოში გაიქცა, მერე უცებ სახლში მიბრუნდა და იქ ელოდებოდა პოლიციელებს – გლდანში მომხდარი გამაოგნებელი დანაშაულის ახალი დეტალები კახეთში მგზავრებით სავსე მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა! — მოცურდა და ჯერ სამარშრუტო ტაქსს შეეჯახა, შემდეგ კი გადატრიალდა — დეტალები როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში «რესტორანში რომ დავიწყე მუშაობა, ოჯახის წევრები მტკივნეულად აღიქვამდნენ, რადგან ჩემი შრომით უნდა გვეცხოვრა… » — ბაბი კირკიტაძის რთული წარსული, სკანდალები და ოჯახი მეზობელმა დანა გამოიტანა და საკრებულოს დეპუტატს გამეტებით ჩაარტყა — გაირკვა ვინ დაჭრეს და რის გამო მოხდა სისხლიანი დაპირისპირება „აი, ვისაც ამდენი ხანი ელოდით…“– რა კადრებს აქვეყნებს გიორგი ნაზღაიძე (ვიდეო) მეცნიერებმა დაამტკიცეს: ლოცვას ნამდვილად ყველა დაავადების განკურნების ძალა აქვს ნახვებიs: 2,355 […]