საქართველოში, ბაკურიანთან, მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.

როგორც „პრაიმტაიმს“ ბაკურიანში ერთ-ერთმა დამსვენებელმა განუცხადა, ბიძგები იმდენად იგრძნობოდა, რომ დამსვენებელთა უმრავლესობა გარეთ გამოვიდა. 

„ბიძგები იმდენად იგრძნობოდა, შეგვეშინდა, ყველანი გარეთ გამოვვარდით“.

„სოფელი ანდეზიტი, ბაკურიანთან 13 კილომეტრში. 3.3 მაგნიტუდა შეადგინა“,- უთხრეს „პრაიმტაიმს“ სეისმოლოგიის ეროვნულ ცენტრში.

როგორც სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, ბიძგები იგრძნობოდა ბორჯომსა და ცემშიც.