ინფორმაცია ახალხანს გავრცელდა. როგორც ცნობილი გახდა კახი კალაძის ოჯახი შოვში სასტუმროში იმყოფოდა. ჩვენი ბლოგი უცვლელად გთავაზობთ ინფორმაციას:

“კახი კა­ლა­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ნამ­დვი­ლად იყ­ვნენ ჩვე­ნი სტუმ­რე­ბი,

თუმ­ცა მათ სტი­ქი­ის და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე და­ტო­ვეს სას­ტუმ­რო. ამ დრომ­დე ჰქონ­დათ მათ ჯავ­შა­ნი და 12:00 სა­ა­თის­თვის უკვე მოხ­და ჩე­ქა­უ­თი.

ისი­ნი ჩვე­უ­ლებ­რივ სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­ემ­გზავრნენ. რაც შე­ე­ხე­ბა უკვე სტი­ქი­ის შემ­დგომ პე­რი­ოდს, მე პი­რა­დად ვი­ყა­ვი ად­გილ­ზე, სულ ვიმ­ყო­ფე­ბო­დით 40 ადა­მი­ა­ნი, პერ­სო­ნა­ლის და სტუმ­რე­ბის ჩათ­ვლით, მათ შო­რის იყ­ვნენ ბავ­შვე­ბიც.

ვერ­ტმფრე­ნი რომ მო­ვი­და, პირ­ველ რიგ­ში მოხ­და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ევა­კუ­ა­ცია, რო­მელ­თაც გა­და­უ­დე­ბე­ლად ესა­ჭი­რო­ე­ბო­დათ დახ­მა­რე­ბა, შემ­დეგ კი გა­მოგ­ვიყ­ვა­ნეს სხვე­ბი. ამ­ჟა­მად ყვე­ლა უვ­ნებ­ლად არის და სა­ბედ­ნი­ე­როდ, მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­მო­ვე­დით,” – ამ­ბობს ანა მუ­რა­დაშ­ვი­ლი.

შოვ­ში მე­წყე­რი გუ­შინ ჩა­მოწ­ვა. ბოლო ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად, 6 პი­რის ცხე­და­რია ნა­პოვ­ნი.
წყარო: ambavi. club