ბენიამინ ნეთანიახუმ და ამერიკელმა მარგარეტ ტეილორ გრინმა არაორაზროვნად დაადასტურეს “ჰამასის” ხელში უკრაინიდან გასული იარაღის აღმოჩენა!

ისრაელის როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური დაზვერვის და არმიის უძლეველობის მითი, სამწუხაროდ, დაიმსხვრა.

უცხოელი ექსპერტები ამბობენ, რომ ამ შეტევისთვის “ჰამასი” სერიოზულ წვრთნებს გადიოდა მინიმუმ, 1-2 წელი მაინც ემზადებოდა და მათი მოქმედების ტაქტიკა ძალიან ჰგავს ე.წ. რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის “სპეცების” (მათ შორის, აზოველები) საბრძოლო ტაქტიკას.

იგივე ექსპერტები გაოცებას ვერ მალავენ, როგორ გამოეპარა ეს მზადება აშშ-ს დაზვერვას. თუ იყო ეს დიდი ღალატი?-ჩნდება ასეთი კითხვაც . . .

რა თქმა უნდა, არც ახლო აღმოსავლეთის “ექსპერტობას” დავიბრალებ 🙂 და არც სამხედრო ექსპერტობას 🙂 ეს ყველაფერი საქართველოსთან მიმართებაში გვაინტერესებს ყველას. მახსენდება უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე წვრთნების შესახებ ჩვენი სუს-ის ინფორმაცია. ასევე მთვრალი იდიოტების ვიდეო- მუქარები, აფხაზეთიდან ტანკებით შემოვალთ და არავის დაგინდობთო. დეჰუმანიზაცია, რომელიც ისმის მათი და ადგილობრივი ნაცოპოზიციის ლექსიკიდან. “პროფესიონალ რევოლუციონერთა” “არაძალადობრივი” მეთოდებით მზადება (ადგილობრივი დესანტი) და გარე დესანტის მუქარა, გამაგრებული წვრთნებით და მილიონებით!!!

-საიდანაც იარაღი გადაეცათ, იქვე ხომ არ ხდებოდა “ჰამასის” წვრთნა? ანუ, იქვე, სადაც საქართველოში გადატრიალების მსურველთა წვრთნები მიმდინარეობს?!!!

-მეთოდებიც იგივე ხომ არ უნდა ყოფილიყო; შიგნით მცირერიცხოვან, მაგრამ ლენინიზმის ანალიზზე გამოზრდილ და გაწვრთნილ, “პროფესიონალ რევოლუციონერთა” და ზომბირებული, გაწვრთნილი ახალგაზრდების “ადუღებული” პროტესტი (როგორც ისრაელში, სასამართლო რეფორმის თემაზე აგორებული აქციები), ჰაერით -პარაპლანები და პარაშუტები, ზღვით-კატერები და მცირე, მაგრამ კარგად გაწვრთნილი დივერსიული ჯგუფები?!!!

-პლზ, ნუ გვექნება ილუზია, რომ ის ხალხი, მათ შორის “მებრძოლი” ქართული ლეგიონის წევრები “ჰამასზე” ლმობიერები იქნებიან!!! (მათ ვიდეო-მუქარებში ეს არ არის დაფარული)! არც შიდა “პროფესიონალი რევოლუციონერები” და მათი ზომბირებული ახალგაზრდები არიან ნაკლებ დაუნდობლები (ვნახეთ მათი აგრესია რუსთაველზეც, აქციებზეც, პარლამენტშიც-“მებრძოლი ლენინელი ქალი დეპუტატები”, ქართული პოლიციის მიმართულებით ნასროლი მოლოტოვის კოქტეილები და მათი ცოცხლად დაწვის იდეის რეალიზება!!!)

ყველაზე-ყველაზე მაგრებს-“მოსადს”, ისრაელის სამხედრო დაზვერვას, აშშ სამხედრო დაზვერვას “ეძინა” და მასშტაბური, ორგანიზებული, დაფინანსებული, სასტიკი სამხედრო ოპერაცია გამოეპარა!!!

ხოოოო . . . “ყოვლის მცოდნე” და ყიამყრალო კრიტიკანებო, ხომ არ გადახედავდით ქართული “სუს”-ის პრევენციული განცხადების მიმართ თქვენს მიდგომას?!!!!!!!!!!!!

ჩვენ კი მშვიდობა გვინდა!!!

დღეს მშვიდობა წყალზე და პურზე მეტი ფასეულობაა, რადგანაც დღევანდელი ომი სიკვდილია, მშვიდობა-სიცოცხლე!!!

იდიდე, უფალო, დაიფარე საქართველო, მისი ერი, ბერი, მთავრობა და მხედრობა!

მაია ნიკოლეიშვილი, სამედიცინო ექსპერტი; სოციალური ქსელი

სხვა სიახლეები: