პანიკის გარეშე!!! ომი გვიახლოვდება! რაც მთავარია არავის მივცეთ ჩვენი ტერიტორია სამხედრო ბაზად გამოსაყენებლად!!!! რა უნდა გავაკეთოდ,რომ კოვიდივით შიშმა უფრო ადრე არ მოგვკლას?

1. დავტესტოთ ე.წ. საგანგაშო სირენა,რომელიც დაბომბვის ან სხვა სამხედრო ქმედების მაუწყებელია! 2.დავიწყოთ სარდაფების გაწმენდა(ამას ორი წელია ვიძახი) 3. დავაბრუნოთ სკოლებში და უმაღლესებში “სამოქალაქო თავდაცვის” გაკვეთილები. 4. აღრიცხვაზე ავიყვანოთ ყველა სამხედრო ექიმი და მედ-და. 5. სამსახურებში, უბნებზე და ადგილებზე შევქმნათ პატარა ფოკუს ჯგუფები ფსიქიურად მდგრადი ლიდერებით! 6. აუცილებელია ე.წ. “НЗ”(ხელშეუხებელი დანაზოგი)როგორც სახელმწიფოში,ასევე ოჯახებში. 7.გარკვეულ მედიკამენტებზე დამოკიდებულმა ადამიანებმა მოიმარაგონ სიცოცხლისთვის აუცილებელი წამლები. 8. როგორც კი დაიძაბება სიტუაცია გაითიშოს ყველა ის სატელევიზიო არხი,რომელიც დემორალიზაციაზე და ტყუილზე იქნება ორიენტირებული. 9. პირველივე ტყვიის გავარდნაზე სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს “საომარი მდგომარეობის” კანონის შესაბამისად და დაიჭიროს ყველა დესტრუქციული ელემენტი. 10. მეტი სულიერება, დედა-ეკლესიასთან დაახლოება! არ გაშინებთ. დაისვენეთ,გადახედეთ გარდერობს,რაც გეზედმეტებათ მიიტანეთ ეკლესიაში, ცოტა ხანი თავი შეიკავეთ ფუფუნებისგან. მშვიდობა გვქონოდეს!

ლალი მოროშკინა, პოლიტოლოგი; სოციალური ქსელი

სხვა სიახლეები: