შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 67 წლის კაცი შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა ი.ა.-მ გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ნაჯახის გამოყენებით 39 წლის შვილი კ.ა. სასიკვდილოდ დაჭრა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბოლო ინფორმაცია ამავე თემაზე:

სხვა ახალი ამბები: