მეუღლესთან დაშორების შემდეგ, თი მაჭავარიანი „ინსტაგრამზე“ პოსტს აქვეყნებს და გამომწერებს მიმართავს.

მგონი, ახლა ის პერიოდი მაქვს, „ბათუმური აღმოჩენები“ რომ შეიქმნა – რასაც მაშინ გავდიოდი… მართალია, სხვა მოცემულობაა და ბევრად გაზრდილი ვარ, მაგრამ როგორც მაშინ მტკიოდა და თქვენთვის ჩემი გულწრფელი მდგომარეობის გაზიარება მსურდა, ახლაც ისე ვარ…

ეს ფოტოები 10 დღის გადაღებულია და არ დამცალდა თქვენთვის გაზიარება… ძალიან ბევრია, ამაზე კარგებიც კი, და მგონი იდეალური კადრებია, ბათუმური არა, მაგრამ – თის აღმოჩენების გაზიარებისთვის..

ერთს გთხოვთ, რომ გაითვალისწინოთ და შემისრულოთ… მე ვარ სწორედ ის ადამიანი რომელსაც ბულინგი ძალიან აწუხებს და საშინლად არ უყვარს. FB-ზე, კომენტარებში, ბევრ ადამიანს ვერ შეაგნებინებ ვერაფერს, თუმცა აქ, ჩემს სივრცეში, გთხოვთ რომ ზიზღის, ბულინგის, ლანძღვისა და დაკნინების გარეშე დააფიქსიროთ თქვენი გულრწფელი ემოციები.

მადლობას გიხდით, რომ ძალას მმატებთ და მაგრძნობინებთ, რომ ბევრი თქვენგანისთვის, პირველ რიგში, მე უნდა გავძლიერდე. ქალებო, მარტო არ ხართ!“ – წერს ინფლუენსერი.

სხვა ახალი ამბები: