მომღერალი ანრი ჯოხაძე დღეს, 6 ნოემბერს იუბილარია. მან მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან არაერთი მილოცვა და კომპლიმენტი მიიღო: “სცენის ვარსკვლავი ხარ, ბედნიერი იყავი”, “ქართული სცენის არწივი იუბილარია”, “საამაყო ქართველი” – წერენ მის ფოტოებზე. 

ანრი ჯოხაძე მომღერლის, კომპოზიტორისა და შოუმენის ამპლუაში არაერთხელ გამოჩენილა ქართველი აუდიტორიის წინაშე. მას დღეს 43 წელი შეუსრულდა, თუმცა მსმენელს თავი ბავშვობიდან გააცნო. ანრი ჯოხაძემ პირველად მონაწილეობა 1998 წელს მუსიკალურ საერთაშორისო კონკურსში მიიღო, რომელიც უკრაინაში ჩატარდა. კარიერის მანძილზე მას არაერთი ჯილდო და გრან-პრი აქვს მიღებული. 2004 წელს ჯოხაძემ ჩინეთსა და რუმინეთში ჩატარებულ კონკურსებში მიიღო მონაწილეობა და ორჯერ მე-2 ადგილზე გავიდა. წარმატებებს მიაღწია უკრაინულ ფესტივალებში „მორე დრუზეი იალტა –კიევი ტრანზიტი“, 2012 წელს კი საქართველო ევროვიზიის კონკურსზე წარადგინა. 

წყარო: marao.ge

სხვა ახალი ამბები: