დღეს, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია მე­ო­რის და­ბა­დე­ბის დღეა. მას 91 წელი შე­უს­რულ­და.

ილია II (ერის­კა­ცო­ბა­ში — ირაკ­ლი გი­ორ­გის ძე ღუ­დუ­შა­უ­რი-ში­ო­ლაშ­ვი­ლი) 1933 წლის 4 იან­ვარს და­ი­ბა­და. ის 1957 წელს ბე­რად აღიკ­ვე­ცა და ილია ეწო­და; 1957 წლის 18 აპ­რილს სი­ო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში ხელ­დას­ხმულ იქნა იე­რო­დი­აკ­ვნად; 1959 წლის 10 მა­ისს წმი­და სერ­გის მო­ნას­ტრის ლავ­რა­ში მღვდელ­მო­ნაზვნად; 1960 წლის 19 დე­კემ­ბერს აღყ­ვა­ნილ იქნა იღუ­მე­ნის, ხოლო 1961 წლის 16 სექ­ტემ­ბერს არ­ქი­მან­დრი­ტის ხა­რისხში; 1963 წლის 26 აგ­ვის­ტოს და­ი­ნიშ­ნა კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პო­სად; 1963-1972 წლებ­ში იყო მცხე­თის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ის პირ­ვე­ლი რექ­ტო­რი; 1967 წელს გა­დაყ­ვა­ნილ იქნა აფხა­ზე­თის ეპარ­ქი­ა­ში; 1969 წელს აღყ­ვა­ნილ იქნა მიტ­რო­პო­ლი­ტის ხა­რისხში; 1977 წლის 23 დე­კემ­ბერს არ­ჩე­ულ იქნა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქად.

25 დე­კემ­ბერს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის, ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტის, ილია მე­ო­რის ინ­ტრო­ნი­ზა­ცი­ი­დან 46-ე წლის­თა­ვი აღი­ნიშ­ნა.

-1:09

სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი ილია II-ს სა­ე­რო ცხოვ­რე­ბი­დან

ასევე დაგაინტერესებთ

01:30 / 20-08-2016

“გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…” – რას წერდნენ პატრიარქს მშობლები წერილებში

ვახ­ტანგ გორ­გას­ლის დროს ბრძო­ლა­ში თავი გა­მო­უ­ჩე­ნია ვინ­მე სნოს. მე­ფეს მისი ვაჟი მო­უ­ნათ­ლავს და ღუ­დუ­შა­უ­რი და­ურ­ქმე­ვია, მის სა­ხელ­ზე კი ციხე აუ­შე­ნე­ბია.

ღუ­დუ­შა­უ­რე­ბი ხევ­ში ცხოვ­რობ­დნენ და ცნო­ბი­ლი მებ­რძო­ლე­ბი ყო­ფი­ლან, მათ შო­რის სი­მა­მა­ცით გა­მორ­ჩე­უ­ლი ში­ო­ლა ღუ­დუ­შა­უ­რი გახ­ლდათ და რო­გორც ამ­ბო­ბენ, სწო­რედ მისი შთა­მო­მა­ვა­ლია სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია II.

ში­ო­ლა ღუ­დუ­შა­უ­რი VII სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ცხოვ­რობ­და. ფლობ­და ღუ­დუ­შა­ურ­თა ხე­ო­ბას, რო­მელ­შიც შე­დი­ო­და აჩხო­ტი და რამ­დე­ნი­მე სო­ფე­ლი: სნო, ახალ­ცი­ხე, კარ­კუ­ჩა და მთე­ლი ხე­ო­ბა. ში­ო­ლას სა­ხე­ლი რომ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, მისი პირ­და­პი­რი შთა­მო­მავ­ლო­ბი­დან ზო­გი­ერ­თმა ში­ო­ლაშ­ვი­ლე­ბის გვა­რი მი­ი­ღო.

უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია მე­ო­რის მამა, გი­ორ­გი ღუ­დუ­შა­უ­რი, და­ი­ბა­და და ცხოვ­რობ­და სნო­ში. დედა – ნა­ტა­ლია კო­ბა­ი­ძე კი სო­ფელ სი­ო­ნი­დან გახ­ლდათ. 1927 წელს ვლა­დი­კავ­კაზ­ში დრო­ე­ბით სა­ცხოვ­რებ­ლად სახ­ლი შე­უ­ძე­ნი­ათ და იქ გა­და­სუ­ლან. გი­ორ­გი ღუ­დუ­შა­უ­რის ოჯახ­თან ბევრ სა­სუ­ლი­ე­რო პირს ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, მათ შო­რის, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ კა­ლის­ტრა­ტე ცინ­ცა­ძეს. პატ­რი­არ­ქი ვლა­დი­კავ­კაზ­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებ­თან სწო­რედ მათი ოჯა­ხის სა­შუ­ა­ლე­ბით ამ­ყა­რებ­და ურ­თი­ერ­თო­ბას.

პატ­რი­არ­ქი ახალ­გაზ­რდო­ბა­ში

ძა­უ­გის (ვლა­დი­კავ­კა­ზი) ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში შე­დი­ო­და, სა­დაც ქრის­ტე­შო­ბის დღეს სამი დღის ახალ­შო­ბი­ლი მო­ნათ­ლეს და მეფე ერეკ­ლეს პა­ტივ­სა­ცე­მად ირაკ­ლი და­არ­ქვეს. სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი პატ­რი­არ­ქი კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ კი­რი­ო­ნის ყო­ფილ­მა მდი­ვან­მა, არ­ქი­მან­დრიტ­მა ტა­რას­მა (კან­დე­ლა­კი) მო­ნათ­ლა. ბავ­შვის ნათ­ლია იყო მო­ნა­ზო­ნი ზო­ი­ლე (დვა­ლიშ­ვი­ლი).

არ­ქი­მან­დრი­ტი ტა­რა­სი შემ­დეგ­ში ხელ­დას­ხმულ იქნა წილკ­ნის ეპის­კო­პო­სად და დაკ­რძა­ლუ­ლია სვე­ტი­ცხოვ­ლის ტაძ­რის ეზო­ში, მო­ნა­ზო­ნი ზო­ი­ლე კი ჯერ ბე­დი­ის, ხოლო შემ­დეგ მცხე­თის სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი გახ­ლდათ. ნათ­ლი­ას ნათ­ლუ­ლი ხში­რად დაჰ­ყავ­და სამ­თავ­როს მო­ნას­ტერ­ში, სა­დაც ჯერ კი­დევ სამი წლის ირაკ­ლი ში­ო­ლაშ­ვი­ლი-ღუ­დუ­შა­უ­რი ერთხე­ლაც კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს კა­ლის­ტრა­ტე ცინ­ცა­ძეს შეხ­ვდა. პატ­რი­არ­ქის­გან პა­ტა­რას ლოც­ვა-კურ­თხე­ვა მი­უ­ღია.

გი­ორ­გი ში­ო­ლაშ­ვი­ლის შვი­ლე­ბი თა­ვი­დან­ვე ეკ­ლე­სი­ურ გა­რე­მო­ში იზ­რდე­ბოდ­ნენ. ოჯა­ხი სა­ლო­ცა­ვად წმი­და ილია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში და­დი­ო­და. გი­ორ­გის შინ ღვთის­მშობ­ლის სა­ხელ­ზე მე­ო­რე ეკ­ლე­სია მო­უ­წყვია. “მინ­და, ჩემი ბავ­შვო­ბა გა­ვიხ­სე­ნო. ყო­ველ სა­ღა­მოს, ძი­ლის წინ, მა­მა­ჩე­მი და-ძმებს ხა­ტე­ბის წინ დაგ­ვა­ყე­ნებ­და და ლოც­ვებს წაგ­ვი­კი­თხავ­და, ზოგ ლოც­ვას ჩვენც გვა­კი­თხებ­და, მა­გა­ლი­თად, 90-ე ფსალ­მუნს აუ­ცი­ლებ­ლად რო­მე­ლი­მე ჩვენ­განს გვათ­ქმე­ვი­ნებ­და, შემ­დეგ ნა­კურთხ წყალს გვას­ხუ­რებ­და და და­სა­ძი­ნებ­ლად გაგ­ვიშ­ვებ­და, თვი­თონ კი ლოც­ვას აგ­რძე­ლებ­და და იმით ამ­თავ­რებ­და, რომ ყო­ველ­თა წმი­და­თა ქარ­თველ­თა ხა­ტის წინ მუხლს იმ­დენ­ჯერ მო­იყ­რი­და, რამ­დე­ნი წმინ­და­ნი­ცაა გა­მო­ხა­ტუ­ლი ამ ხატ­ზე და ყო­ვე­ლი მათ­გა­ნის­გან ლოც­ვა-კურ­თხე­ვას ითხოვ­და”, – იხ­სე­ნებს პატ­რი­არ­ქი ილია II.

პატ­რი­არ­ქის მშობ­ლე­ბი

1952 წელს ირაკ­ლი ში­ო­ლაშ­ვი­ლი-ღუ­დუ­შა­ურ­მა ვლა­დი­კავ­კა­ზის 22-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა და­ამ­თავ­რა და სწავ­ლა მოს­კო­ვის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში გა­ნაგ­რძო, რო­მე­ლიც ზა­გორსკში მდე­ბა­რე­ობს. სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რია პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის დიპ­ლო­მით და­ამ­თავ­რა და, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო სტუ­დენ­ტი, სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ის პირ­ველ კურ­სზე ჩა­ი­რი­ცხა.

იმ დროს წმი­და სა­მე­ბის მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი იყო მო­მა­ვალ­ში მოს­კო­ვი­სა და სრუ­ლი­ად რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქი პი­მე­ნი. “მე სიყ­ვა­რუ­ლით ვიხ­სე­ნებ მოს­კო­ვის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში სწავ­ლის წლებს, როცა სტუ­დენ­ტე­ბი­ცა და მას­წავ­ლებ­ლე­ბიც სი­ხა­რუ­ლით დავ­დი­ო­დით მა­შინ ჯერ კი­დევ ახალ­გაზ­რდა, ძალ­ღო­ნით აღ­სავ­სე წი­ნამ­ძღვრის მჭევ­რმე­ტყვე­ლუ­რი და ღრმა ში­ნა­არ­სის მქო­ნე ქა­და­გე­ბე­ბის მო­სას­მე­ნად…

… გან­სა­კუთ­რე­ბით ჩვენ ბე­რად აღ­კვე­ცის წეს­ზე დას­წრე­ბა გვიყ­ვარ­და”, – იხ­სე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლო­კოს-პატ­რი­არ­ქი.

ირაკ­ლი ღუ­დუ­შა­უ­რი-ში­ო­ლაშ­ვი­ლი დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­თან და რძალ­თან ერ­თად

აკა­დე­მი­ის ახალ­გაზ­რდა სტუ­დენტს სწო­რედ ამან გა­და­ა­წყვე­ტი­ნა ბე­რად შედ­გო­მა.

1957 წლის 16 აპ­რილს, 24 წლის ასაკ­ში კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ მელ­ქი­სე­დეკ III-ეს ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, თბი­ლი­სის ალექ­სან­დრე ნე­ვე­ლის ტა­ძარ­ში სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ი­ის II კურ­სის სტუ­დენ­ტი ბე­რად აღ­კვე­ცეს. ბე­რად აღ­კვე­ცის სა­ი­დუმ­ლო ეპის­კო­პოს­მა ზი­ნო­ბიმ (მა­ჟუ­გა) შე­ას­რუ­ლა და ბერს სა­ხე­ლად ილია უწო­და.

“ეს ტა­ძა­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია პი­რა­დად ჩემ­თვის იმი­ტომ, რომ აქ, 1957 წელს, ღვთის გან­გე­ბი­თა და უწ­მი­დე­სის და უნე­ტა­რე­სის, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მელ­ქი­სე­დეკ მე­სა­მის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, მე­უ­ფე ზი­ნო­ბიმ ბე­რად აღ­მკვე­ცა. ამ პე­რი­ო­დის ახალ­გაზ­რდებს შო­რის მე ვი­ყა­ვი პირ­ვე­ლი ბერი. ასე რომ, ამ ტაძ­რი­სა და წმი­და ალექ­სან­დრე ნე­ვე­ლის, მღვდელ­მო­წა­მე გრი­გო­ლის ლოც­ვა-კურ­თხე­ვა მუ­დამ მი­ფა­რავს”, – ასე იხ­სე­ნებს პატ­რი­არ­ქი ალექ­სან­დრე ნე­ვე­ლის ეკ­ლე­სი­ას.

იმა­ვე წლის 18 აპ­რილს სი­ო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში ბერი ილია ხელ­დას­ხმულ იქნა იე­რო­დი­აკ­ვნად, 1959 წლის 10 მა­ისს კი წმი­და სერ­გის მო­ნას­ტრის ლავ­რა­ში იე­რო­დი­ა­კო­ნი ილია მოს­კო­ვი­სა და სრუ­ლი­ად რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქის, უწ­მი­დეს ალექ­სი 1-ელის მიერ ხელ­დას­ხმულ იქნა მღვდელ­მო­ნაზვნად.

ჯერ კი­დევ აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლის დროს, მღვდელ­მო­ნა­ზონ­მა ილი­ამ სა­კან­დი­და­ტო შრო­მა: “ათო­ნის ივე­რი­ის მო­ნას­ტრის ის­ტო­რია” და­წე­რა, რის­თვი­საც ღვთის­მე­ტყვე­ლე­ბის კან­დი­და­ტის სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხი მი­ე­ნი­ჭა. იმა­ვე 1960 წელს და­ამ­თავ­რა მოს­კო­ვის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მია პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის დიპ­ლო­მით, რის შემ­დე­გაც აკა­დე­მი­ის საბ­ჭომ, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო­თა შო­რის სა­უ­კე­თე­სოს, საპრო­ფე­სო­რო სტი­პენ­დი­ან­ტად დარ­ჩე­ნა შეს­თა­ვა­ზა. სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ო­და, ლექ­ცი­ე­ბი წა­ე­კი­თხა სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­სა და აკა­დე­მი­ა­ში, მაგ­რამ უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ეფ­რემ II-ის კურ­თხე­ვა სხვაგ­ვა­რი იყო: მღვდელ­მო­ნა­ზონ ილი­ას სამ­შობ­ლო­ში უნდა და­ე­წყო მოღ­ვა­წე­ო­ბა. ამი­ტომ მან უარი თქვა სა­პა­ტიო კა­რი­ე­რა­ზე, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და და ბა­თუ­მის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში მღვდელმსა­ხუ­რად გამ­წეს­და.

და იღ­ვა­წა თით­ქმის ყვე­ლა ხა­რისხში, ხოლო აჭა­რა­ში შვი­დი წლის მან­ძილ­ზე მოღ­ვა­წე­ო­ბის შემ­დეგ, პარ­ტი­არ­ქის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, 1967 წელს ცხუმ-აფხა­ზე­თის ეპის­კო­პო­სად გა­და­იყ­ვა­ნეს. 1969 წელს აღყ­ვა­ნილ იქნა მიტ­რო­პო­ლი­ტის ხა­რისხში და მიტ­რო­პო­ლიტ­მა ილი­ამ სო­ხუმ­ში 11 წელი დაჰ­ყო.იყო მცხე­თის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ის პირ­ვე­ლი რექ­ტო­რი – (1963-1972 წლე­ბი).

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქი ეფ­რემ II და ცხუმ აფხა­ზე­თის ეპის­კო­პო­სი ილია

1977 წელს გარ­და­იც­ვა­ლა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი და­ვით V (დევ­და­რი­ა­ნი). 1977 წლის 9 ნო­ემ­ბერს, წმი­და სი­ნო­დის გან­ჩი­ნე­ბით, პატ­რი­არ­ქის მო­საყ­დრე გახ­და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი ილია.

1977 წლის 23 დე­კემ­ბერს თბი­ლი­სის სი­ო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში გა­მარ­თულ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის XII ად­გი­ლობ­რივ­მა კრე­ბამ გა­ნი­ხი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ახა­ლი კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის არ­ჩე­ვის სა­კი­თხი და მიტ­რო­პო­ლი­ტი ილია ერ­თხმად იქნა არ­ჩე­უ­ლი სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქად და ეწო­და ილია II. ილია I სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ას მარ­თავ­და 390-400 წლებ­ში.

“ვიდ­რე ვცო­ცხლობ, მუ­დამ ჩემს თვალ­წინ იქ­ნე­ბა ის უხი­ლა­ვი და მა­ინც ხი­ლუ­ლი ტახ­ტი, რო­მელ­ზეც მე­უ­ფის ძლი­ერ­მა მარ­ჯვე­ნამ ამიყ­ვა­ნა. ჩემს გულ­ზე წა­რუშ­ლე­ლად წე­რია ის მო­ვა­ლე­ო­ბა­ნი, რო­მელ­ნიც მის­მა უსა­ზღვრო მო­წყა­ლე­ბამ და­მა­კის­რა”, – ბრძა­ნა სა­ქარ­თვე­ლო კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა.

მცხე­თა, სვე­ტი­ცხო­ვე­ლი, 1977 წლის 25 დე­კემ­ბე­რი. ილია მე­ო­რის ინ­ტრო­ნი­ზა­ცია. ილია მე­ო­რე და მიტ­რო­პო­ლი­ტი გა­ი­ო­ზი

რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დი პატ­რი­არ­ქის ცხოვ­რე­ბი­დან

გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლი იხ­სე­ნებ­და: უწ­მინ­დეს­ზე რა­ი­მეს თქმა თან ძნე­ლია, თა­ნაც – ად­ვი­ლი. ძნე­ლია იმი­ტომ, რომ უდი­დე­სია მისი როლი ქარ­თველ­თა სუ­ლი­ერ ცხოვ­რე­ბა­ში. მან გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლი ეკ­ლე­სია ჩა­ი­ბა­რა, ჩა­ფერ­ფლილ სუ­ლი­ერ ღა­დარს სული უბე­რა და კო­ცო­ნი აა­გიზ­გი­ზა. უწ­მინ­დე­სის სა­ხით ჩვენ ღვთის მად­ლი მოგ­ვევ­ლი­ნა. მისი სი­დი­ა­დე მერე, შო­რი­დან უფრო გა­მოჩ­ნდე­ბა. მას­ზე სა­უ­ბა­რი ად­ვი­ლი კი იმი­ტომ არის, რომ ყვე­ლას მი­მართ სა­ოც­რად თბი­ლი და ახ­ლო­ბე­ლია. ბევ­რჯერ შე­მომ­შვე­ლე­ბია ამ წუ­თი­სო­ფელ­ში. ჩემ­თვის მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი­ვით არის, დე­დაც არის, მა­მაც, დაც, ძმაც, ნა­თე­სა­ვიც და ახ­ლო­ბე­ლიც. “სა­მო­თხის გვრი­ტე­ბი” და “ლუ­კას სა­ხა­რე­ბა” რომ გა­და­ვი­ღე, უწ­მინ­დე­სი მე­უ­ფე­ებ­თან ერ­თად, კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში მო­ვი­და.

მე­ში­ნო­და, არ გამ­ბრა­ზე­ბო­და, “სა­მო­თხის გვრი­ტე­ბი” რომ და­ვარ­ქვი ფილ­მს. ჩვე­ნე­ბის მერე მი­თხრა: – გო­დერ­ძი, ესე­ნი მარ­თლა სა­მო­თხის გვრი­ტე­ბი არი­ან, მაგ­რამ შენ სა­ი­დან იცი, რომ ადრე ასე ას­წავ­ლიდ­ნენ მთა­ში წერა-კი­თხვა­სო?” მე, რა თქმა უნდა, არა­ფე­რი ვი­ცო­დი ამის შე­სა­ხებ. უწ­მინ­დეს­მა მა­მის მო­ნა­ყო­ლი გა­იხ­სე­ნა, თურ­მე მარ­თლა ასე ას­წავ­ლიდ­ნენ წერა-კი­თხვას…

ილია მე­ო­რე პირ­ველ წირ­ვას ატა­რებს, 1977 წლის 25 დე­კემ­ბე­რი

და­ახ­ლო­ე­ბით 30 წლის წინ თბი­ლის­ში ერთ ახალ­გაზ­რდა ოჯახ­ში ხან­ძარ­მა იმ­სხვერ­პლა 9 წლის ბიჭი და 7 წლის გო­გო­ნა. მშობ­ლე­ბი ხან­ძრის დროს შინ არ იყ­ვნენ. პატ­რი­არ­ქმა ეს ამ­ბა­ვი რომ შე­ი­ტყო, მა­შინ­ვე მათ­თან წა­ვი­და. მან ცოლ-ქმარს სა­კუ­თა­რი სა­ხა­რე­ბა და სან­თლე­ბი აჩუ­ქა და დიდ­ხანს ესა­უბ­რა. მი­ვი­და მათ­თან მე­ო­რე დღე­საც, მე­სა­მე დღე­საც… ბო­ლოს სთხო­ვა, სა­პატ­რი­არ­ქო­ში მეს­ტუმ­რე­თო. მათ უა­რის თქმა ეუ­ხერ­ხუ­ლათ და მი­ვიდ­ნენ…

სა­უბ­რი­სას გა­მო­ტყდნენ, რომ გან­ზრა­ხუ­ლი ჰქონ­დათ თა­ვის მოკ­ვლა. რაც პატ­რი­არ­ქმა მათ სიკ­ვდი­ლის შემ­დგომ სა­უ­კუ­ნო სი­ცო­ცხლე­ზე მო­უ­თხრო, მისი ირ­წმუ­ნეს და მო­ი­სურ­ვეს, შვი­ლებს ბუ­ნებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ შეხ­ვედ­როდ­ნენ, და ვიდ­რე იცო­ცხლებ­დნენ, მუ­დამ თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბის­თვის ილო­ცებ­დნენ. პატ­რი­არ­ქმა მათ სა­პატ­რი­არ­ქო­ში მუ­შა­ო­ბა შეს­თა­ვა­ზა. ქმა­რი სამი წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა – სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე სა­პატ­რი­არ­ქოს იუ­რის­ტი გახ­ლდათ, მისი მე­უღ­ლე კი დღე­საც სა­პატ­რი­არ­ქოს არ­ქივს ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

სამი ათე­უ­ლი წლის წინ მომ­ღე­რალ თე­მურ წიკ­ლა­ურს სამი წლის ვაჟი გარ­და­ეც­ვა­ლა. პატ­რი­არ­ქმა ბა­ტო­ნი თე­მუ­რი და მისი მე­უღ­ლე თა­ვის­თან მი­იწ­ვია. სა­უბ­რი­სას შე­ი­ტყო, რომ ბა­ტო­ნი თე­მუ­რი სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლას აღარ აპი­რებ­და და უთხრა: ყო­ვე­ლი კაცი იქ უნდა ემ­სა­ხუ­როს ქვე­ყა­ნას, სა­დაც უფა­ლი და­ად­გენს. განა რა უფ­ლე­ბა გაქვს, ყვე­ლა­ფე­რი მი­ა­ტო­ვო? პატ­რი­არ­ქმა ბა­ტონ თე­მურს და­ვით­ნი გა­დას­ცა და აკურ­თხა, რომ იქი­დან ფსალ­მუ­ნე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად წა­ე­კი­თხა. ასე­ვე გა­დას­ცა დიდი სან­თე­ლი, რო­მე­ლიც ფსალ­მუ­ნე­ბის წა­კი­თხვი­სას უნდა აენ­თო. ბა­ტონ­მა თე­მურ­მა ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან მე­ორ­მო­ცე დღეს და­ას­რუ­ლა ფსალ­მუ­ნე­ბის კი­თხვა და პატ­რი­არ­ქი­სე­უ­ლი სან­თე­ლიც ჩა­იღ­ვენ­თა. ბა­ტონ­მა თე­მურ­მა იგ­რძნო ღვთის სი­ტყვის ძალა და გან­მტკიც­და რწმე­ნა­ში…

უწ­მინ­დესს (მა­შინ პატ­რი­არ­ქი არ იყო) უნ­დო­და, მშობ­ლე­ბი სამ­თავ­როს მო­ნას­ტრის ეზო­ში და­ე­საფ­ლა­ვე­ბი­ნა. მა­შინ­დელ­მა პატ­რი­არ­ქმა უარი უთხრა, რად­გან ისი­ნი სა­სუ­ლი­ე­რო და­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ იყ­ვნენ. როცა თა­ვად გახ­და პატ­რი­არ­ქი, ერ­თმა ახ­ლო­ბელ­მა შე­ახ­სე­ნა – მშობ­ლე­ბის ნეშ­ტე­ბი სამ­თავ­როს მო­ნას­ტრის ეზო­ში ხომ არ გა­და­ვას­ვე­ნო­თო. უწ­მინ­დეს­მა მი­უ­გო, – მე პატ­რი­არ­ქის კურ­თხე­ვას ვერ და­ვარ­ღვე­ვო.

პატ­რი­არ­ქი ხში­რად იგო­ნებს წლებს, როცა ის ცხუმ-აფხა­ზე­თის ეპის­კო­პო­სი იყო. ერთხელ თქვა: აფხა­ზე­ბის­გან გა­სა­ო­ცარ სიყ­ვა­რულს ვგრძნობ­დი. ხში­რად მო­დი­ოდ­ნენ ჩემ­თან, დიდ­ხანს ვსა­უბ­რობ­დით. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად და­მა­მახ­სოვ­რდა ერთი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­მაც ერთი ქილა შე­დე­დე­ბუ­ლი რძე მო­მი­ტა­ნა – მეტი არა­ფე­რი ჰქონ­და და ამით გა­მო­ხა­ტა ჩემ­და­მი სიყ­ვა­რუ­ლი. მე ის აფხა­ზი ქალი დღემ­დე მახ­სოვს და მუ­დამ ვლო­ცუ­ლობ მის­თვის, მისი სი­კე­თის გამო.

უცხო­ელ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან აჭა­რა­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბის აღორ­ძი­ნე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას მიტ­რო­პო­ლი­ტი დი­მიტ­რი (ში­ო­ლაშ­ვი­ლი) აღ­ნიშ­ნავ­და ილია მე­ო­რის უდი­დეს ღვაწლს: “ეს ღვთის სას­წა­უ­ლია, ამას მხო­ლოდ ქა­და­გე­ბით ვერ ახ­სნი. ად­გი­ლობ­რი­ვი მუს­ლი­მა­ნე­ბი დიდ პა­ტივს სცე­მენ სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქს. ერთხელ მა­ღალმთი­ა­ნი აჭა­რი­დან ხო­ჯას წე­რი­ლი მი­ვი­ღე: არ შე­იძ­ლე­ბა, რომ ილია მე­ო­რე მარ­თლმა­დი­დებ­ლებ­საც გხელ­მძღვა­ნე­ლობ­დეთ და ჩვენ, მუს­ლი­მა­ნებ­სა­ცო?

წყარო: ambebi.ge

სხვა ახალი ამბები: