სამტრედიაში კაცი მოკლეს. შემთხვევა გუშინ, ქალაქის ცენტრალურ სტადიონთან მოხდა. არსებული ინფორმაციით,  მოკლული საღამოს საათებში, სამძიმრიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მას ამ დრომდე გაურკვეველი პირები დახვდნენ და ცეცხლი გაუხსნეს.

პრაიმტაიმის ინფორმაციით, მოკლული კაცი ე.წ. კრიმინალური “ავტორიტეტი“ კობა მეფარიშვილია. მას “ყრუს“ მეტსახელით იცნობდნენ. ჩვენივე ინფორმაციით, მეფარიშვილის სახელი წარსულში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას უკავშირდება. არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობა შურისძიების მოტივით მოხდა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

სხვა ახალი ამბები: