“ირაკლიმ მოხუცებული მამა წყალში მიატოვა…” – სკანდალი ირაკლი ფირცხალავას გარშემო, რომელიც რუსულ შოუში მამასთან, საქართველოში ცნობილ გინეკოლოგთან ერთად მონაწილეობს

რუ­სეთ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტის “უკა­ნას­კნე­ლი გმი­რის” სა­ი­უ­ბი­ლეო სე­ზო­ნის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვაა, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტში მა­მას­თან, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცნო­ბილ გი­ნე­კო­ლოგ ნი­კო­ლოზ ქსნე­ლაშ­ვილ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობს. შოუს და­წყე­ბის­თა­ნა­ვე მომ­ღე­რა­ლი არა­ერთ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ ამ დრო­ის­თვის შო­უ­ში ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა­ზე დიდი ნე­გა­ტი­ვი “ფაბ­რი­კის” კურსდამ­თავ­რე­ბულ ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა­ზე მო­დის.

ამ სე­ზო­ნის სლო­გა­ნია „ოჯა­ხუ­რად გა­დარ­ჩე­ნა“, რის გა­მოც ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ტა­ი­ლან­დის კუნ­ძულ­ზე შე­იკ­რიბ­ნენ. ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვამ ჯერ კი­დევ შოუს და­სა­წყის­ში გა­ა­ო­ცა ყვე­ლა, რო­დე­საც მო­ხუ­ცე­ბუ­ლი მამა წყალ­ში მი­ა­ტო­ვა, თვი­თონ კი ჩქა­რობ­და კუნ­ძუ­ლამ­დე მის­ვლას.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ფირ­ცხა­ლა­ვამ მო­ნა­წი­ლე­ებს – ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ცნო­ბილ რუს ბლო­გერ ვი­ო­ლე­ტა ჩი­ქო­ვან­სა და მის დე­დას შე­უ­ტია. „კონ­კურ­სი უნდა მო­ვი­გოთ, მაგ­რამ გვყავს ასი წლის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ქალი, რო­მე­ლიც კა­მე­რას­თან იტყუ­ე­ბა და ცეკ­ვავს. ეს კა­ტას­ტრო­ფაა.“ – გა­ნა­ცხა­და ჩი­ქო­ვა­ნის დე­და­ზე ფირ­ცხა­ლა­ვამ.

ამ სი­ტყვებ­მა, რა თქმა უნდა, გა­ა­ნა­წყე­ნა ვი­ო­ლე­ტა ჩი­ქო­ვა­ნი, “რაზე ლა­პა­რა­კობ? რას ამ­ბობ? რა ასი წლის, ტვი­ნი გაქვს? არ გრცხვე­ნია? ქარ­თვე­ლი ხარ თუ არა? მა­მა­ჩე­მი ქარ­თვე­ლია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასე მო­იქ­ცე?” – იყ­ვი­რა გა­ნა­წყე­ნე­ბულ­მა ბლო­გერ­მა და ემო­ცი­ე­ბის­გან ატირ­და.

მომ­ღერ­ლის საქ­ცი­ე­ლით გა­ო­ცე­ბუ­ლი დარ­ჩა შოუს წამ­ყვა­ნი ქსე­ნია ბო­რო­დი­ნაც კი, რო­მელ­მაც გან­ცხა­და, რომ ეგო­ნა აქამ­დე ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ენა­ხა. “‘ირაკ­ლი, შენს წინ ზრდას­რუ­ლი ქალი ზის, შენ კი… ვი­ო­ლე­ტა, არ­სად არ უნდა წახ­ვი­დე. არ მი­ა­ტო­ვო დედა,“ – გა­ოგ­ნე­ბუ­ლი იყო ტე­ლე­წამ­ყვა­ნი.

“ფაქ­ტია, რომ კუნ­ძულ­ზე ცურ­ვი­სას ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას საქ­ცი­ელ­მა სხვებ­თან ერ­თად ბევ­რი კი­თხვა გა­ა­ჩი­ნა. პრო­ექ­ტი ამ­ჯე­რად ოჯა­ხუ­რია, მუ­სი­კოს­მა ტა­ი­ლან­დში წა­იყ­ვა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ცნო­ბი­ლი გი­ნე­კო­ლო­გი, 67 წლის მამა ნი­კო­ლოზ ქსნე­ლაშ­ვი­ლი. მაგ­რამ რა­ტომ­ღაც შოუს და­წყე­ბი­სას ხან­დაზ­მუ­ლი მამა ბე­დის ანა­ბა­რა მი­ა­ტო­ვა, მა­შინ რო­დე­საც თა­ვად ჩქა­რობ­და, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე მი­ეღ­წია კუნ­ძუ­ლამ­დე”, -წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას მამა ნი­კო­ლოზ ქსნე­ლაშ­ვი­ლი

“და­ი­ნა­ხე მამა, რო­მე­ლიც იხ­რჩო­ბო­და? ჩვენ მას ხე­ლით ვა­ტა­რებ­დით. ეს არ არის ნორ­მა­ლუ­რი! ჩემ­მა ქა­ლიშ­ვილ­მა გა­ცუ­რა, რომ მა­მა­შენს დახ­მა­რე­ბო­და“ – უთხრა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლე ექ­სტრა­სენ­სმა ფა­ტი­მა ხა­დუ­ე­ვამ მომ­ღე­რალს.

მომ­ღერ­ლის მა­მას მომ­ხდარ­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია. რო­გორც გა­ირ­კვა, ფირ­ცხა­ლა­ვას სიჩ­ქა­რის­თვის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი მი­ზე­ზი ჰქონ­და – მან ჩათ­ვა­ლა, რომ ნა­პირ­ზე თუ პირ­ვე­ლი მი­ვი­დო­და, ტო­მის ბე­ლა­დი გახ­დე­ბო­და, ან რა­ი­მე სა­ხის პრე­მი­ას მი­ი­ღებ­და. „მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ სწრა­ფად გა­მე­ცუ­რა. მაგ­რამ, რა თქმა უნდა, მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რა ხდე­ბო­და ჩემს უკან. მათ და­მამ­შვი­დეს და მი­თხრეს: „ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა“, – გან­მარ­ტავს 46 წლის ვარ­სკვლა­ვი.

კად­რებ­ში რე­ა­ლუ­რად ჩანს, რომ მუ­სი­კო­სი მა­მას ურე­კავს და ეკი­თხე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო თუ არა. სხვა მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არ­წმუ­ნე­ბენ: „დიახ, ის ცუ­რავს”.

თუმ­ცა ხა­დუ­ე­ვამ მუ­სი­კო­სის საქ­ცი­ე­ლი სხვა­ნა­ი­რად გა­ი­გო და ამის გამო აღ­შფო­თე­ბა ვერ და­მა­ლა. „ირაკ­ლიმ მშვე­ნივ­რად იცის, რამ­დე­ნი წლი­საა მა­მა­მი­სი. დიახ, ის შე­იძ­ლე­ბა კარ­გი მო­ცუ­რა­ვეა, მაგ­რამ ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მას­ზე ზრუნ­ვა შვი­ლის მო­ვა­ლე­ო­ბაა,“ – ამ­ბობს ქალი.

წყარო: www.ambebi.ge

სხვა ახალი ამბები: