ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ხშირად საუბრობს პიროვნული განვითარების, თავის მოვლისა და წონის კლების შესახებ. ტელეწამყვანი ამ მიმართულებით საკუთარ გამოცდილებას გამომწერებს ხშირად უზიარებს და საუბრობს, თუ როგორ მოახერხა წლების განმავლობაში ზედმეტი წონის კლება, მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება და სასურველ ფორმაში ჩადგომა. როგორც ნანუკა ამბობს, მეორე შვილის გაჩენისას ის 108 კილოგრამს იწონიდა, მშობიარობის შემდეგ კი ზედმეტი წონა მისი პრობლემა გახდა და ამ პრობლემას სხვადასხვა გზით ებრძოდა.

მის შემთხვევაში მონო-დიეტები ეფექტური არ აღმოჩნდა. მისი განმარტებით, თუკი სწორ კვებას ცხოვრების წესად არ ვაქცევთ, დიეტის დროს დაკლებული კილოგრამები შემდეგ ისევ მარტივად დაბრუნდება.

ამჯერად ნანუკა ჟორჟოლიანი იტალიაში, კაპრიზე ისვენებს, კადრებს კი გამომწერებსაც უზიარებს. კომენტარებში აღნიშნავენ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი საოცარ ფორმაშია, რაზეც ტელეწამყვანმა ბევრი იმუშავა. მან არა მხოლოდ სხეულის ფორმების, არამედ მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზეც იზრუნა, რაც ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი იყო, თუმცა უამრავი ქალისთვის გახდა მოტივაცია და მათთვის რჩევებსაც არასდროს იშურებს. 

სხვა ახალი ამბები: