ხა­ტია თე­დი­აშ­ვი­ლი და თემო ქურ­დი­ა­ნი ერ­თმა­ნეთს მთამ გა­აც­ნო, მთამ და­ა­მე­გობ­რა. ურ­თი­ერ­თო­ბა ისე ბუ­ნებ­რი­ვად აა­წყვეს, გრძნო­ბა ისე გა­უჩ­ნდათ, სიყ­ვა­რუ­ლის ახ­სნაც არ დას­ჭირ­ვე­ბი­ათ. პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­დან არ­ცთუ ისე დიდი ხნის შემ­დეგ, წყვი­ლი მყინ­ვარწვერ­ზე ავი­და, ბიჭ­მა გო­გოს წინ, ვი­თომ გახ­სნი­ლი წრი­ა­პის შე­საკ­რა­ვად და­ი­ჩო­ქა და რამ­დე­ნი­მე წამ­ში მისი სი­ურპრი­ზიც გა­ცხად­და. ხე­ლის თხოვ­ნის ემო­ცი­უ­რი წუ­თე­ბი­დან წყვი­ლის ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ეტა­პი და­ი­წყო.

ხა­ტია თე­დი­აშ­ვი­ლი მოგ­ვი­თხრობს, რო­გო­რია ზღვის დო­ნი­დან 5054 მეტრზე, ღრუბ­ლებს ზე­მოთ გან­ცდი­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა.

– ხა­ტია, ამ სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლეს გი­ლო­ცავ, და­მე­თან­ხმე­ბი, ეს დღე ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ემო­ცი­უ­რია, მაგ­რამ რა გან­ცდაა, რო­დე­საც ეს ყვე­ლა­ფე­რი ზღვის დო­ნი­დან რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მეტ­რით მაღ­ლა ხდე­ბა?

– დიდი მად­ლო­ბა. რა თქმა უნდა, ამა­ღელ­ვე­ბე­ლი მო­მენ­ტი იყო. მყინ­ვარწვერ­ზე ას­ვლის მცდ­ლო­ბა სამ­ჯერ მქონ­და და ბო­ლომ­დე ას­ვლა მხო­ლოდ ახლა, მე­ო­თხე ცდა­ზე, თე­მოს­თან ერ­თად შევ­ძე­ლი. ჩემ­თვის ეს ფაქ­ტი, ცალ­კე აღე­ბუ­ლი, ხომ დიდი სი­ხა­რუ­ლი იყო და ამ გან­ცდას ხე­ლის თხოვ­ნის ემო­ცი­აც რომ და­ე­მა­ტა, მერე ხომ სა­ერ­თოდ. იქ, ძა­ლი­ან ზე­მოთ, ყვე­ლა­ფე­რი ისე­დაც ემო­ცი­უ­რად აღიქ­მე­ბა.

– თემო მთა­ში გა­ი­ცა­ნი?

– 2 წლის წინ გა­ვი­ცა­ნი, ჩვე­ნი გაც­ნო­ბის ამ­ბა­ვიც მყინ­ვარწვერს უკავ­შირ­დე­ბა. მა­ნამ­დე მას­ზე, რო­გორც ალ­პი­ნისტზე, ინ­ფორ­მა­ცია მქონ­და, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­დან ვიც­ნობ­დი. მყინ­ვარწვერ­ზე ასას­ვლე­ლად ჯგუფ­თან (სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია “აისი”) ერ­თად წა­ვე­დი. ამინ­დი გა­უ­ა­რეს­და და მე­ტე­ო­სად­გურ­ზე 1 კვი­რა მოგ­ვი­წია გა­ჩე­რე­ბამ. საკ­ვე­ბი გაგ­ვი­თავ­და და თე­მომ ეს რომ გა­ი­გო, თქვა, – საჭ­მელს მე ამო­გი­ტან­თო. ერ­თმა­ნეთს პირ­ვე­ლად მა­შინ შევ­ხვდით. სამ­თო გამ­ყო­ლია, ჯგუფ­თან ერ­თად იყო.

– იმ დღეს მო­გე­წო­ნა?

– იმ დღეს მის­მა საქ­ცი­ელ­მა ცო­ტა­თი გა­მაკ­ვირ­ვა და რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან და­ვა­ფა­სე. მო­წო­ნე­ბის მო­მენ­ტი უფრო მოგ­ვი­ა­ნე­ბით იყო. იმ დღი­დან დავ­მე­გობ­რდით. 1 წე­ლია, რაც წყვი­ლი ვართ.

– სიყ­ვა­რულ­ში რო­გორ გა­მო­გი­ტყდა?

– ჩვენ შო­რის ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვად მოხ­და, გრძნო­ბა თა­ვი­დან­ვე ორი­ვეს მხრი­დან იყო. ორი­ვე 1996 წელს ვართ და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი, ორი­ვე დე­კემ­ბრის თვე­ში, მხო­ლოდ 3 დღეა სხვა­ო­ბა. და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი ერ­თად აღ­ვნიშ­ნეთ. ზე­კარ­ზე ვი­ყა­ვით წა­სუ­ლე­ბი, მე, თემო და თე­მოს (უკვე ჩვე­ნი) ძაღ­ლი მაქ­სი. ამ დღეს ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­ვარ­ქვით.

– დიდი ხა­ნია, რაც მთამ­სვლე­ლო­ბით და­ინ­ტე­რეს­დი?

– აქ­ტი­უ­რად ახლა და­ვი­წყე, მაგ­რამ 2019 წლი­დან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის “აისი” ერთ-ერთი მე­თა­უ­რი ვარ. ჩვენ ყო­ველ წელს გვაქვს მთა­ში გას­ვლე­ბი. მყინ­ვარწვერ­ზე სამ­ჯერ ას­ვლის მცდე­ლო­ბაც ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან მქონ­და. ას­ვლა ხან ჯგუ­ფის წევ­რის ცუ­დად გახ­დო­მის, ხან სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო ვერ შევ­ძე­ლით. მე­ო­თხედ უკვე თე­მოს­თან ერ­თად ავე­დი.

– ეს იყო ალ­პი­ნიზ­მის 100 წლის­თა­ვი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ას­ვლა, არა?

– დიახ, მთამ­სვლელ­თა ფე­დე­რა­ცი­ის მიერ იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. იქ იყ­ვნენ ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი: ბა­ქარ გე­ლაშ­ვი­ლი, ნიკა ლე­ბა­ნი­ძე. ხე­ლის თხოვ­ნის კად­რე­ბი ტიტე მეძ­მა­რი­აშ­ვილ­მა გა­და­ი­ღო.

– მწინ­ვარწვერ­ზე ხე­ლის თხოვ­ნა, შენ­თვის სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო?

– ეს თე­მოს ჩა­ნა­ფიქ­რი ყო­ფი­ლა, მისი სი­ურპრი­ზი. არც მე და არც თე­მოს ემო­ცი­ე­ბის სა­ჯა­როდ გა­მო­ხატ­ვა დი­დად არ გვიყ­ვარს. სიმ­ბო­ლუ­რი იყო ეს დღე და ეს ად­გი­ლი, აღი­ნიშ­ნე­ბო­და ალ­პი­ნიზ­მის ასი წლის­თა­ვი, ჩემი პირ­ვე­ლი ას­ვლა იყო მყინ­ვარწვერ­ზე, ჩვე­ნი გაც­ნო­ბის ად­გილ­ზე… თემო რომ და­ი­ხა­რა, მი­თხრა, ფეხ­საც­მელ­ზე წრი­ა­პი გაქვს გახ­სნი­ლი და შევ­კრა­ვო. თურ­მე, რა ჰქონ­და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი (იცი­ნის). ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი წუ­თე­ბი იყო.

10:06 / 04-11-2023

"დაიხარა, ფეხსაცმელზე წრიაპს შევკრავო და თურმე, რა ჰქონდა ჩაფიქრებული" - ხელის თხოვნა ზღვის დონიდან 5054 მეტრზე: ვინ არის წყვილი, რომელიც ერთმანეთს მთამ დააკავშირა

https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fkhatia.tediashvili%2Fvideos%2F645519371052142%2F&show_text=false&width=560&t=0

– მთას ხომ თა­ვი­სე­ბუ­რი რო­მან­ტიზ­მი ისე­დაც აქვს, არა?

– რა თქმა უნდა და ძა­ლი­ან დიდი მო­ნატ­რე­ბა იცის, სა­ო­ცა­რი მი­ზი­დუ­ლო­ბა აქვს, გინ­და სულ იქ იყო. მთი­დან ქა­ლაქ­ში რომ ბრუნ­დე­ბი და მა­ღა­ზი­ა­ში რიგ­ში დგა­ხარ, უყუ­რებ გარ­შე­მო მყო­ფებს და ფიქ­რობ, მათ წარ­მოდ­გე­ნა არ აქვთ, სად იყა­ვი, რო­გორ სი­ცი­ვე­ში, რო­გორ პი­რო­ბებ­ში. ქა­ლაქ­ში დიდი ქა­ო­სია, ეს რე­ა­ლო­ბა სხვაგ­ვა­რია, მთის სამ­ყა­რო კი – სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გახ­ლავთ. ამ ზა­ფხულს ჭა­უ­ხის ბა­ნა­კი გა­ვი­ა­რე, რო­მე­ლიც მთამ­სვლელ­თა ფე­დე­რა­ცი­ის მიერ იყო მო­წყო­ბი­ლი. 4 მწვერ­ვალ­ზე ვი­ყა­ვით ჭა­უ­ხებ­ში. უკვე მაქვს სურ­ვი­ლი, ამ საქ­მეს პრო­ფე­სი­უ­ლად მი­ვუდ­გე. აქამ­დე ერთ მწვერ­ვალ­ზე რომ ავი­დო­დი, ვფიქ­რობ­დი, რა კარ­გია-მეთ­ქი, ახლა მინ­და მე­ო­რე­დაც ვცა­დო, მთებ­შია თა­ვი­სუფ­ლე­ბა, იქ უფრო ახ­ლოს ხარ სა­კუ­თარ თავ­თან და ეს სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სია. ნაკ­ლე­ბი ხალ­ხი და ქა­ო­სია. ეს სპორ­ტი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლია, ზო­გი­ერ­თი კი ფიქ­რობს, მწვერ­ვალ­ზე ას­ვლას რა უნ­დაო, მაგ­რამ საფრ­თხი­ლო საქ­მეა. იმის გა­და­ტა­ნა, რაც იქ გი­წევს, მერე ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან გეხ­მა­რე­ბა. სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მოც­დაა. ახ­ლაც, მწვერ­ვალ­ზე რომ მივ­დი­ო­დით, 35 ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვით და 20 ავე­დით. არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა გო­ნე­ბა გე­უბ­ნე­ბა: “ვერ ახ­ვალ, შენ ამას ვერ შეძ­ლებ!” წარ­მო­იდ­გი­ნე, სულ აღ­მარ­თზე ადი­ხარ, უფრო სწო­რად, ვერ­ტი­კალ­ზე ას­ვლა გი­წევს. მერე კი, როცა შე­უძ­ლე­ბელს შე­საძ­ლებ­ლად აქ­ცევ, ეს არის ძა­ლი­ან დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა.

– როცა ფი­ზი­კუ­რი თუ ემო­ცი­უ­რი გა­დაღ­ლის შემ­დეგ, ღრუბ­ლე­ბის ზე­მოთ, მთის მწვერ­ვალ­ზე ადი­ხარ და დგე­ბი, როცა იცი, რომ მი­ზანს მი­აღ­წიე, იქ, იმ წუთ­ში, რა გან­ცდა გაქვს?

– უჰ! ამ წუ­თის­თვის ყვე­ლაფ­რის გა­და­ტა­ნა ღირს. მყინ­ვარწვე­რის წვერ­ზე რომ ავე­დი და გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, სად ვი­ყა­ვი, ტი­რი­ლი ამი­ტყდა. სი­ხა­რუ­ლის ცრემ­ლე­ბი მქონ­და, ამ ემო­ცი­ურ ფონს თე­მომ თა­ვი­სი სი­ურპრი­ზი და­ა­მა­ტა და მარ­თლა კარ­გი შეგ­რძნე­ბა იყო. შენს თავ­ში არ­სე­ბულ სირ­თუ­ლეს რომ სძლევ, ეს უდი­დე­სი მო­ტი­ვა­ცი­აა; სა­კუ­თარ თავს ეუბ­ნე­ბი, შენ ეს შე­ძე­ლი, ნახე, რა მა­გა­რია.

– ახლა რო­მე­ლი მწვერ­ვა­ლი გა­ინ­ტე­რე­სებს?

– ასე­თი ბევ­რია, მაგ­რამ პირ­ვე­ლი მწვერ­ვა­ლია ლა­ი­ლა, სა­დაც სი­ა­მოვ­ნე­ბით ავი­დო­დი. ეს მწვერ­ვა­ლი სვა­ნეთ­შია, “ლა­ი­ლა” მზის ამოს­ვლას ნიშ­ნავს. მინ­და კარ­გად მო­ვემ­ზა­დო.

– თემო პრო­ფე­სი­ულ ზრდა­ში რამ­დე­ნად გეხ­მა­რე­ბა?

– სწო­რედ თე­მოს დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ამ საქ­მეს უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად მი­ვუ­დე­ქი. მთამ­სვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ადრე სრუ­ლი­ად სხვაგ­ვა­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი მქონ­და. მან და­მა­ნახ­ვა, სწო­რი მიდ­გო­მა რამ­დე­ნად სა­ჭი­როა, სხვა­ნა­ი­რად არა­ფე­რი გა­მო­ვა.

– ქა­ლის­თვის უფრო რთუ­ლია მთამ­სვლე­ლო­ბა, ვიდ­რე კა­ცის­თვის – ამ სტე­რე­ო­ტიპს ეთან­ხმე­ბი?

– ჩვენ გვყავს ცნო­ბი­ლი ქალი მთამ­სვლე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს. ეს შე­ხე­დუ­ლე­ბა ნელ-ნელა იც­ვლე­ბა.

– მთამ­სვლე­ლო­ბი­სას სა­ხი­ფა­თო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მო­ჩე­ნილ­ხარ?

– დიახ, ასე­თი შემ­თხვე­ვა მქონ­და. უა­მინ­დო­ბის გამო, 1 კვი­რა მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ურ სად­გურ­ზე გავ­ჩერ­დით. ამის შემ­დეგ ჩვენ­მა მე­თა­ურ­მა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მწვერ­ვა­ლის­კენ მა­ინც წავ­სუ­ლი­ყა­ვით. ცუდ ამინ­დში გა­ვე­დით, ეს არ შე­იძ­ლე­ბო­და. მა­შინ წამ­წა­მე­ბიც კი გა­მე­ყი­ნა. რო­გორ­ღაც მწვერ­ვა­ლის ძი­რამ­დე მი­ვე­დით, ქარ­მა რომ და­უ­ბე­რა და ლა­მის გად­მოგ­ვყა­რა. მერე იქ აზიდ­ვე­ბი გა­ვა­კე­თეთ, გავ­ხურ­დით და უკან დავ­ბრუნ­დით. მა­შინ 4900 მეტრზე ვი­ყა­ვით, 100 მეტ­რიც აღარ გვაკ­ლდა, რომ ბო­ლომ­დე ავ­სუ­ლი­ყა­ვით. უკან გა­მოვ­ბრუნ­დით, რად­გან დიდი იყო იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ ცუდი რამე დაგ­ვმარ­თნო­და.

– მშობ­ლე­ბის, ოჯა­ხის წევ­რე­ბის რე­აქ­ცია რო­გო­რია, როცა ეუბ­ნე­ბი, რომ მწვერ­ვალ­ზე ასას­ვლე­ლად მი­დი­ხარ?

– დე­დას ეში­ნია, მაგ­რამ კარ­გად რომ ვარ, ბედ­ნი­ე­რია. ქა­ლაქ­ში უფრო სა­ში­შია ზოგ­ჯერ, აქ მეტი საფრ­თხეა. გა­უ­აზ­რებ­ლად არ უნდა გა­რის­კო.

– არ ჰქო­ნი­ათ მცდე­ლო­ბა, თხოვ­ნა, ამ საქ­მეს შეშ­ვე­ბო­დი?

– რა თქმა უნდა, ჰქონ­დათ. ბავ­შვო­ბი­დან ზედ­მე­ტად მიფრ­თხილ­დე­ბოდ­ნენ. 2019 წელს პირ­ვე­ლად კლდე­ზე ავე­დი სა­ცო­ცად, როცა ხე­ზეც კი არას­დროს ვი­ყა­ვი ასუ­ლი. არა­ფე­რი იტ­კი­ნოო, – თო­ჯი­ნა­სა­ვით მიფრ­თხილ­დე­ბოდ­ნენ. სულ რომ შინ იჯდე, მა­ში­ნაც კი შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც საფრ­თხე და­გე­მუქ­როს. თუ არ გა­რის­კე და ის არ აკე­თე, რაც გინ­და, მა­შინ აბა, ცხოვ­რე­ბას რა აზრი აქვს?!

– შენი და თე­მოს სიყ­ვა­რუ­ლი, გარ­კვე­ულ­წი­ლად მთის სიყ­ვა­რუ­ლის “ბრა­ლია”?

– მგო­ნია, რომ ასეა. ჩვენ გვაქვს ერ­თნა­ი­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, მის­წრა­ფე­ბე­ბი, ერ­თნა­ი­რე­ბი ვართ. რომ არა მთა, შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა­ნე­თი ვერც გაგ­ვეც­ნო.

– ქორ­წი­ლის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით რას ფიქ­რობთ?

– ოჯა­ხის წევ­რებს აქვთ სურ­ვი­ლი, ქორ­წი­ლი გვქონ­დეს, ჩვენ ეს დი­დად არ გვხიბ­ლავს.

– შე­საძ­ლოა, რო­მე­ლი­მე მწვერ­ვალ­ზე სა­ქორ­წი­ნო კა­ბა­ში გი­ხი­ლოთ?

– თემო სვა­ნია და გული უფრო სვა­ნე­თის­კენ მიგ­ვი­წევს. შე­საძ­ლოა მოგ­ვი­ა­ნე­ბით იქ მე­გობ­რე­ბის წრე­ში აღ­ვნიშ­ნოთ, მაგ­რამ ჯერ – არა. ჩვენ­მა ოჯა­ხის წევ­რებ­მა ეს ვი­დეო რომ ნა­ხეს, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ. ბე­ბია, ჩვენს ამ­ბავ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­დაც ხელი მი­უწ­ვდე­ბა, ყველ­გან კო­მენ­ტარს წერს (იცი­ნის). მე­გობ­რე­ბი ამ­ბობ­დნენ, თე­მოს­გან სხვაგ­ვა­რად ვერც წარ­მოგ­ვედ­გი­ნაო…

– როგორც ვიცი, მთამსვლელებზე ვიდეოების გადაღებას გეგმავ, რა ფორმითაც ამ სფეროს პოპულარიზაციას მოახდენ.

– იურისტი ვარ, მაგრამ შევიცვალე პროფესია. ახლა ვიდეოებს ვიღებ მთამსვლელებზე და მინდა ამ სფეროს პოპულარიზაცია მოვახდინო. ეს სპორტი ამ ქვეყანაში დაჩაგრული მგონია, არადა, ყველაზე მაგარია, ადრენალინით სავსე.

– გადაღება ტექნიკურად რთული იქნება?

– რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, ხელები რომ გეყინება კამერა მაინც უნდა ამოიღო და მუშაობა დაიწყო. შეიძლება რაღაც ძალიან კარგი კადრი იყოს და ფოტო ისეთი ვერ გამოვიდეს. ზამთარში გვლეთის გაყინულ ჩანჩქერზე დავდივართ. იქ კარგი კადრები გამოდის. მომავალ წელს ჭაუხებში გადაღება გვინდა. დრონით კარგი კადრები გამოვა. ამ მიმართულებით თემოც დაინტერესებულია, თუმცა დიდად არ უყვარს, როცა მას უღებენ. არჩილ ბადრიაშვილმა და ბაქარ გელაშვილმა შარშან “ოქროს წერაყინი” აიღეს. ეს იგივეა, რომელიმე ქართველ მსახიობს “ოსკარი” რომ აეღო. ამას ხომ ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვებოდა, “ოქროს წერაყინის” ამბავმა კი უხმაუროდ ჩაიარა. არადა, ეს დიდი ჯილდოა, ჩვენი მთამსვლელებით საზღვარგარეთ აღფრთოვანებულები არიან.

– წარმატებას და დიდ ბედნიერებას გისურვებ!

– დიდი მადლობა!

წყარო: gza.kvirispalitra.ge

სხვა ახალი ამბები: