ნეპალში მომხდარ მიწისძვრას სულ მცირე 130 ადამიანი ემსხვერპლა და ათობით დაშავდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

განახლება – ვ ი დ ე ო:

ეპიცენტრში მაგნიტუდამ 6,4 შეადგინა. ის ნეპალის დედაქალაქ კატმანდუდან 400 კმ-ში მდებარეობდა. ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი, ასე რომ დაღუპულთა რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს. მიწისქვეშა ბიძგები ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიშიც კი იგრძნობოდა.

ნეპალი ძლიერი სეისმურ ზონაში მდებარეობს. 2015 წელს 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრას 9 000 ადამიანი დაიღუპა. დაინგრა მილიონამდე შენობა.

სხვა ახალი ამბები: