ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან არასრულწლოვანი გოგო მოიტაცეს და სექსუალურად იძალადეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგო ბებიასთან სტუმრად იმყოფებოდა.

არსებული ცნობით, გოგო 2011 წელს არის დაბადებული, ბრალდებული კი 22 წლისაა.

ამავე ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.

სხვა ახალი ამბები: