ლანჩხუთს რა­ი­ო­ნის, სო­ფელ სუფ­სა­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 22 წლის გი­ორ­გი გუ­ჯა­ბი­ძე ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა რამ­დე­ნი­მე დღოს წინ მოხ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­საც ახალ­გაზ­რდა მარ­თავ­და, ბოძს შე­ე­ჯა­ხა. გი­ორ­გი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

გი­ორ­გი გუ­ჯა­ბი­ძე ცნო­ბი­ლი მთამ­სვლე­ლის ბი­ძი­ნა გუ­ჯა­ბი­ძის ძმის­შვი­ლი იყო. გი­ორ­გი ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია, “გუ­რი­ას” ჭა­ბუკ­თა გუნ­დე­ბის ღირ­სე­ბას წლე­ბის მან­ძილ­ზე იცავ­და. რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, სპორ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნა აინ­ტე­რე­სებ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლი ტრა­გე­დი­ამ­დე ცოტა ხნით ადრე შე­ი­ძი­ნა.

ბი­ძი­ნა გუ­ჯა­ბი­ძის მე­უღ­ლე მა­რი­ნე ბე­რი­ძე გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდას შე­სა­ხებ წერს:

“ჩემი სახ­ლი­დან გა­გა­ცი­ლე ახა­ლი მან­ქა­ნით. 10 დღე გეყო მხო­ლოდ სი­ხა­რუ­ლად… ჩემ­გან მო­უ­ფე­რე­ბე­ლო, წე­სი­ე­რად ვერ­გაც­ნო­ბი­ლო, უცებ გაზ­რდი­ლო ვაჟ­კა­ცო. ბავ­შვი მე­გო­ნე ისევ. ისევ შენი ბავ­შვუ­რი ტი­კტი­კი მეს­მის. ყვე­ლა­ფე­რი წინ მე­გო­ნა ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. მა­მა­შე­ნი შენ­ზე პა­ტა­რა დამ­ხვდა. მისი თა­ნად­გო­მა, მისი ფეხ­ზე დგო­მა ჩემი ცხოვ­რე­ბის ერთი საყ­ვა­რე­ლი მო­ტი­ვი იყო. ყო­ველ­თვის ღირ­სე­ბით სავ­სემ, ნახე რა ბიჭი გაგ­ზარ­და! არ ვიცი, რგორ ვნა­ხავ დე­და­შენს და რას ვე­ტყვი ნუ­გე­შად.

ორი ოჯა­ხის “სან­ჩხვე” იყა­ვი. შენ დარ­ჩი მანდ სატ­რი­ა­ლოდ, მტრის და მოყ­ვა­რის­თვის პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად. ნა­თელ გზა­ზე იარე, პა­ტა­რა! ჩემო კუ­ლუ­ლე­ბი­ა­ნო ან­გე­ლო­ზო. მე კი სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე მე­ყო­ფა სა­ნა­ნებ­ლად, რომ რო­გორც გე­კუთ­ვნო­და, ის ყუ­რა­დღე­ბა ვერ და­გით­მე, ვერ მო­გე­ფე­რე, ვერ გა­და­გე­ფა­რე”.

ამავე თემაზე:

სხვა ახალი ამბები: