მომღერალ თათა გიორგობიანს „ღამის შოუს“ ჩაწერისას ხელი სთხოვეს.

სიახლის შესახებ გადაცემის ანონსიდან ვიგებთ.

„დარწმუნებული ვარ, ძალიან გაგახარებთ, რაც გადაცემაში მოხდება“, – ამბობს „ღამის შოუს“ წამყვანი გიორგი გაბუნია. 

თათას რჩეული, ეკონომისტი, კონსტანტინე მოსიძეა. მათ საერთო ფოტო სოციალურ ქსელში ჯერ არ უდევთ. 

კონსტანტინე მოსიძე სოციალურ ქსელში იტალიელ ხალხზე სახალისო ისტორიას ჰყვება და მოგზაურობის დროს იტალიაში გადაღებულ ვიდეოკოლაჟსაც გვიზიარებს.

„ჩვენზე ემოციური და არანაკლებ უწესრიგო ხალხია: მე და ჩემი შეყვარებული წითელზე ვდგავართ, ფეხით გადასვლა გვინდა გზის მეორე მხარეს და ორივე ვცდილობთ უფრო კანონმორჩილი ვიყოთ, ვიდრე საქართველოში ვიქნებოდით და ჩვენი იტალიელი მეგობარი გვეუბნება, რას დამდგახართ მანდ, წამოდით კაცო, ეს ხო იტალიააო

პ.ს.  (კაცო იტალიურად არ უთქვამს)“, – წერს კონსტანტინე მოსიძე.

ამავე თემაზე:

სხვა ახალი ამბები: