ახლახანს ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი და კინორეჟისორი გიორგი გოგიბერიძე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.“გარდაიცვალა ბათუმელი რეჟისორი, ტელეწამყვანი, ფოტოგრაფი და “ბიაფის” (საერთაშორისო კინოფესტივალი) ხელმძღვანელი, გიორგი გოგიბერიძე” – ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

იორგი გოგიბერიძე 2006 წლიდან იყო „ხელოვანთა სახლი არგანის“ დირექტორი. სწორედ ამ ორგანიზაციას უკავშირდება ბათუმში არაერთი სახელოვნებო და კულტურული პროექტის განხორციელება, მათ შორის – „ბიაფის“, საერთაშორისო კინოფესტივალის, რომელიც წლებია ბათუმის ერთ-ერთი მთავარი კულტურული ღონისძიებაა.

წლების განმავლობაში იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში გადაცემა „თეთრი კვადრატის“ ავტორი და წამყვანი, ხელმძღვანელობდა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კინო-ტელე ხელოვნების დეპარტამენტს.

გადაღებული აქვს მხატვრული და დოკუმენტური ფილმები: „სინაგოგა“, „სტარტი“, „რუსუდან ფეტვიაშვილი“, „ოცი საუკუნის შემდეგ“, „მემენტო მორი“, „წითელი ცხენის ბანაობა“ და ა.შ.

სხვა ახალი ამბები:

https://split.spnews.io/ka/archives/181027
https://split.spnews.io/ka/archives/181015