კინომცოდნე, ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ „ნიკოლოზის კითხვებში“ ოჯახზე ისაუბრა.

ჩემს ცხოვრებაში ცალმხრივი, სერიოზული სიყვარული არ ყოფილა და რაღაც მოწონება შეიძლება იყო. თუ ვიგრძნობდი, რომ ეს ცალმხრივობისთვის იყო განწირული, იმას გავეშვებოდი ხოლმე. სანამ დავოჯახდებოდი, არ მგონია, სერიოზულად მყვარებოდა ვინმე. იმ მომენტში, ყოველთვის გგონია, რომ ეს ნამდვილია, მაგრამ დრო რომ გადის და აფასებ, მერე ხვდები, რომ ასე არ არის. სიყვარული სითამამეა. მთავარია, შენს თავში მიხვდე, რომ მის გარეშე არ შეგიძლია სიცოცხლე და მერე ყველაფერს აკეთებ.

რომ ამბობენ, ვერ ბედავს და უნდა, რომ ცოლად მოიყვანოსო… ან გამომყვეს, განა ვერ ბედავს, არ არის დარწმუნებული თავის თავთან. 

მე უკვე მეგონა, რომ საქვეყნოდ ცნობილი პიროვნება ვარ და თეკლამ არ იცოდა, ვინ ვიყავი. გაგაგებინებ-მეთქი, ვიფიქრე და მერე დაიწყო და დაიწყო…

სულ ვცდილობ, ოჯახთან ერთად ვიყო, საზღვარგარეთაც მათთან ერთად დავდივარ. სესილია ყველგან დამყავს, მთელი საქართველო აქვს მოვლილი. სიმკაცრისთვის დედა არსებობს. სესილიასთან პირველი 10 წამის მანძილზე შემიძლია გავბრაზდე, მეთერთმეტე წამს მეც მეცინება და მასაც, ვერ ვარ მკაცრი…

სესილიამ “ჩემი ცოლის დაქალებში” მიიღო მონაწილეობა. მე არ მინდა, მსახიობი იყოს. ერთხელ ვკითხე, ვინ გინდა გამოხვიდე-მეთქი. მსახიობი არაო” – ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე.

სხვა ახალი ამბები: